ტერეზა მეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა მეი
ტერეზა მეი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივლისი 2016 – 24 ივლისი 2019
მონარქი  ელისაბედ II
წინამორბედიდეივიდ კამერონი
მემკვიდრებორის ჯონსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი, 2016 – 7 ივნისი, 2019
წინამორბედიდეივიდ კამერონი
მემკვიდრებორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მაისი 2010 – 13 ივლისი 2016
წინამორბედიალან ჯონსონი

დაბადებული1 ოქტომბერი 1956
ისტბორნი გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული პარტია
საიტიოფიციალური საიტი

ტერეზა მეი (ინგლ. Theresa Mary May; დ. 1 ოქტომბერი, 1956, ისტბორნი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი პოლიტიკოსი და 76-ე პრემიერ-მინისტრი 2016 წლის 13 ივლისიდან 2019 წლის 24 ივლისამდე. კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2016 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 7 ივნისამდე. ბრიტანეთის ქალთა საკითხებისა და თანასწორობის მინისტრი (2010-2012 წწ.), შინაგან საქმეთა მინისტრი (2010-2016 წწ.), თემთა პალატის წევრი (1997-დან დღემდე). გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი გეოგრაფიის ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1977 წლიდან 1983 წლამდე მუშაობდა ინგლისის ბანკში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986-1994 წლებში იყო ლონდონის ბორო მერტონის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი. 1992 წელს მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში ნორტ-ვესტ-დარემის ოლქიდან და 1994 წლის ვადამდელ არჩევნებში ბარკინგის ოლქში, თუმცა ორივეგან წარუმატებლად.

1997 წლის არჩევნებში პირველად აირჩიეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრად მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქ მეიდენჰედიდან და მას შემდეგ განმეორებით ირჩევენ დღემდე.

1997-2002 წლებში ეკავა სხვადასხვა მეორეხარისხოვანი თანამდებობები კონსერვატორების ჩრდილოვან კაბინეტში. 2002 წელს გახდა კონსერვატიული პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე.

2003-2005 წლებში იყო ჩრდილოვანი მთავრობის ტრანსპორტიის მინისტრი და ამავდროულად კვებისა და ეკოლოგიის მინისტრიც. 2005 წლის მაისიდან დეკემბრამდე კვლავ ჩრდილოვანი მთავრობის კულტურის მინისტრია. 2005 წელს დაინიშნა თემთა პალატი ჩრდილოვან მინისტრად, ხოლო 2009-2010 წლებში ჩრდილოვანი მთავრობის შრომისა და პენსიის მინისტრია.

2010წლის არჩევნების შემდეგ დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად, ამავდროულად მიიღო ქალთა საკითხებისა და თანასწორობის მინისტრის პორტფელი. ამ თანამდებობაზე მან მხარი დაუჭირა ერთსქესიან წყვილებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას, გახდა ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ გამოხატა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის მხარდაჭერა[1][2].

თემთა პალატაში ტერეზა მეიმ მხარი დაუჭირა ერაყში შეჭრას, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონის წინააღმდეგ, ევროკავშირში ბრიტანეთის მომავალი ინტეგრაციის წინააღმდეგ, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის საწინააღმდეგოდ[3], გეი წყვილისათვის ბავშვის აყვანის შესაძლებლობის წინააღმდეგ, მაგრამ ერთსქესიან ქორწინებას მხარი დაუჭირა[4][5][6].

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის კამპანიის დროს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმის წინ მხარი დაუჭირა დევიდ კემერონს და გამოვიდა ბრექსიტის წინააღმდეგ. რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც გაიმარჯვეს ევროსკეპტიკოსებმა. დევიდ კემერონმა გამოაცხადა გადადგომის შესახებ. ტერეზა მეიმ წარადგინა კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის მეთაურის და შესაბამისად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე[7].

2016 წლის 5 ივლისს პირველივე რაუნდში გახდა საპრემიერო რბოლის ფავორიტი — მიიღო 165 ხმა. 7 ივლისს ფინალურ ეტაპზე ბრიტანეთის კონსერვატორების ლიდერის თანამდებობის დასაკავებლად ორი ქალი შეებრძოლა — ტერეზა მეიმ მიიღო 199 ხმა, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ანდრეა ლედსომმა მიიღო 84 ხმა, ამის შემდეგ ტერეზა მეი გახდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის პრეტენდენტი.

2016 წლის 11 ივლისს ლედსომმა დაასრულა თავისი კამპანია და მეი გახდა ერთადერთი კანდიდატი. მალევე იგი პარტიის ლიდერად გამოაცხადეს. დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას გადასცემდა 13 ივლისს. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ მიიღო კემერონის გადადგომა და აუდიენცია დანიშნა ტერეზა მეისთან, რომელზეც შესთავაზა ახალი მთავრობის ფორმირება. ტერეზა მეი დაეთანხმა შემოთავაზებას და გახდა ქვეყნის მეორე ქალი პრემიერი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.

2017 წლის 8 ივნისს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელის შედეგად კონსერვატორებმა ტერეზა მეის მეთაურობით დაკარგეს უმრავლესობა, გაიმარჯვეს მცირე უპირატესობით. ლეიბორისტებმა მოითხოვეს ტერეზა მეის გადადგომა. ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა არჩევნების შედეგები პარტიის გამარჯვებად გამოაცხადა. 2017 წლის 29 ივნისს გავრცელდა ხმები პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ, მაგრამ არ დადასტურებულა.

ბრექსიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 29 მარტს ტერეზა მეიმ ევროკავშირის მეთაურს დონალდ ტუსკს მისწერა წერილი, რათა დაეწყოთ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცედურები. აქედან გამომდინარე, ელოდებოდნენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებდა 2019 წლისთვის.

2018 წლის 27 ივნისს, პარლამენტის ორივე პალატის წევრთა მწვავე დებატების შემდეგ, ბილი ევროკავშირის კანონების გაუქმების შესახებ, მიიღეს თემთა პალატის ხმათა უმრავლესობით და ელისაბედ II-ის ხელმოწერის შემდეგ გახდა კანონი. კანონის თანახმად ევროკავშირის სამარტლის ნორმები თავის მოქმედებას შეინარჩუნებდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე ბრიტანული კანონის სახით.

2019 წლის 15 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განიცადა გამანადგურებელი დამარცხება პარლამენტში, რომლის თანახმადაც დეპუტატებმა უარი თქვეს დიდი ბრიტანეთის ევროკაშირიდან გასვლის შეთანხმებაზე. 2019 წლის 12 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ხელმეორედ ჩააგდო პროექტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ[8]. 29 მარტს იგივე უკვე მესამედ განმეორდა[9].

2019 წლის 8 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ვალდებულია დათანხმდეს ევროკავშირს, შეაჩეროს ქვეყნის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ვადა, რათა თავიდან აიცილონ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა[10][11]. 2019 წლის 11 აპრილს ევროკავშირიდან გასვლის თარიღი გადაწიეს 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე[12].

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 24 მაისს ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ 7 ივნისს იგი დატოვებს კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას[13][14][15].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერეზა მეი 1980 წლიდან გათხოვილია, მეუღლე — ფილიპ ჯონ მეი არის Capital Group Companies-ის თანამშრომელი 2016 წლიდან. შვილები არ ჰყავთ.

2012 წელს ტერეზა მეის დაუდგინეს შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპი. ყოველდღიურად იღებს ინსულინის ინექციას[16].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Либерализм во всём, кроме иммиграции: Что нужно знать о Терезе Мэй — новом премьер-министре Великобритании“. Meduza. 12 июля 2016. ციტირების თარიღი: 13 july 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Home Secretary Theresa May comes @Out4Marriage“. Pink News. 24 мая 2012. ციტირების თარიღი: 24 May 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Тереза Мэй на сайте проекта They Work For You.
  4. What Theresa May has to say about Brexit, gay marriage, human rights and business. International Business Times
  5. Обсуждение министра внутренних дел Великобритании Терезы Мэй в передаче «48 минут» радиостанции Эхо Москвы
  6. Theresa May: What you need to know about the LGBT rights record of Britain’s next PM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-15. ციტირების თარიღი: 2019-05-26.
  7. Глава МВД Британии Тереза Мэй выдвинула свою кандидатуру на пост премьера. // РИА Новости
  8. Британский парламент повторно отверг проект соглашения с ЕС о Brexit. ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-03-12.
  9. Соглашение о «Брекзите» в третий раз провалилось в британском парламенте
  10. В Британии приняли закон, предотвращающий "жесткий" Brexit. РИА Новости (20190409T0133+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  11. Deutsche Welle (www.dw.com). Британский парламент одобрил закон об отсрочке "Брекзита" | DW | 08.04.2019. DW.COM. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  12. Великобритания получила вторую отсрочку
  13. Вендик, Юри (2019-05-24). „Тереза Мэй. Обреченная властью“. ციტირების თარიღი: 2019-05-24.
  14. Тереза Мэй уходит в отставку — со слезами на глазах. ru.euronews.com. ციტირების თარიღი: 2019-05-24.
  15. Не Мэй месяц. Как министры избавились от британского премьера. РИА Новости (20190524T1346+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-05-24.
  16. Balance interview with Theresa May. ციტირების თარიღი: 2016-07-14.