ტერაუტი მასატაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტერაუტი მასატაკე (იაპონ. 寺内正毅, დ.5 თებერვალი, 1852 — გ.3 ნოემბერი, 1919) — იაპონელი პოლიტიკოსი, გრაფი, იაპონიის მეთვრამეტე პრემიერ-მინისტრი, კორეის პირველი გენერალ-გუბერნატორი.

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერაუტი მასატაკე დაიბადა ტესიუს სამთავროში, სამურაის ოჯახში, ჰაგის კლანიდან.

ბოსინის ბრძოლაში ტერაუტი იბრძოდა იმპერატორის მხარეს, ჯარისკაცის ამპლუაში და ამის შემდეგ მიიღო უმცროსი ლეიტენანტის თანამდებობა. საიგო ტაკამოტის აჯანყების დროს მან მარჯვენა ხელი დაკარგა. თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია შეექმნა სამხედრო და პოლიტიკური კარიერა

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1882 წელს ტერაუტი მასატაკე სამხედრო ატაშე გახდა საფრანგეთში. ამის შემდეგ, 1898 წელს, ის დანიშნეს საბრძოლო მომზადების პირველ ინსპექტორად. 1901 წელს იგი კაცური ტაოროს პირველ კაბინეტში გახდა სამხედროს მინისტრი. ის თანამდებობაზე რუსეთ-იაპონიის ომის დროსაც რჩებოდა (ამ ბრძოლაში იაპონიამ მოიგო). ომის შემდეგ მას ბარონის ტიტული მიანიჭეს, 1911 წელს კი გრაფის.

კორეის გენერალ-რეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წლის 30 მაისს ტერაუტი იაპონიის გენერალ-რეზიდენტი გახდა, ჩაანაცვლა სონე არასუკე. მან კკორეის იაპონიასთან შემოერთების შეთანხმებაზე ხელმოწერით დაასრულა ეს პროცესი. კორეის მხრიდან ხელმომწერი იყო პრემიერ-მინისტრი ლი ვანიონი, კორეის იმპერატორ სონჯუნის წარმომადგენელი. 1910 წლის 29 აგვისტოდან ტერაუტი გახდა კორეის პირველი გენერალ-გუბერნატორი.

კორეის გენერალ-გუბერნატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეის იაპონიასთან შეერთების შეთანხმებას კორეელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. წინააღმდეგობების ჩასახშობად ტერაუტიმ სამხედრო ძალები გამოიყენა.

ტერაუტი მასატაკე მიიჩნევდა, რომ იაპონელებსა და კორეელებს საერთო ფესვები ჰქონდათ, მაიტომაც მისი ბრძანებით კორეაში რამდენიმე ათასი სკოლა გაიხსნა, სადაც ასწავლიდნენ იაპონურ ენასა და ლიტერატურას.

მან კორეაში განახორციელა მიწის რეფორმა: შეიქმნა მიწის კადასტრი, რომელიც წერილობით საბუთებზე დაყრდნობით ივსებოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წელს ტერაუტი მასატაკე იაპონიის პრემიერ-მინისტრი გახდა. იმავე წელს მან მარშალის წოდება მიიღო. საკუთარ კაბინეტში ტერაუტი ერთმანეთთან აერთიანებდაა პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს.

ის აწარმოებდა აგრესიულ შიდა პოლიტიკას. ის აფინანსებდა მებრძოლ ჯგუფებს ჩინეთში, რათა ეს უთანხმოება ჩარევის საშუალებად გამოეყენებინა, თავის სასარგებლოდ. მან ხელი მოაწერა შეთანხმებას „იაპონიის განსაკუთრებული ინტერესები ჩინეთში“ აშშ-სთან. მისი ბრძანებით იაპონურმა ჯარებმა დაიპყრეს გერმაული კოლონია ცინდაო. ამით ის ანტანასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას ასრულებდა. რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდომ იაპონია სიბირის ინტერვენციაში მონაწილეობდა და თეთრ მოძრაობას უჭერდა მხარს.

1918 წლის 29 სექტემბერს ტერაუტი გადადგა თანამდებობიდან „ბრინჯის არეულობის“ გამო, რომელიც ქვეყანაში ომის შემდგომი ინფლაციით იყო გამოწვეული. 1919 წლის 3 ნოემბერს ტერაუტი მასატაკე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Craig, Albert M. Chōshū in the Meiji Restoration. — Cambridge: Harvard University Press, 1961.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]