ტაჯიკეთის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაჯიკეთის ეკონომიკა
ვალუტა სომონი
სტატისტიკა
მშპ ერთ სულზე $721
ინფლაცია 5,9%
სავაჭრო პარტნიორები
ძირითადი პარტნიორები თურქეთი, ნიდერლანდები 43%, შვეიცარია 18%, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, უზბეკეთი 12%, ავღანეთი[1],
სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ავღანეთი, უზბეკეთი 28%
სახელმწიფოს შიდა ვალი $2,3 მილიარდი (2016)
საზოგადოებრივი ფინანსები
შემოსავლები $1,10 მილიარდი (2016)
გასავლები $1,0 მილიარდი (2016)
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

ტაჯიკეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში დასაქმების სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მოხდა ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია. ქვეყნისთვის სამრეწველო-აგრარული სტატუსის მიღება უზრუნველყოფს ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეროვნული განვითარების სტრატეგიის განხორციელებას 2030 წლამდე. 2000 წლიდან სტაბილური ეკონომიკური ზრდა 5-7% იყო. 1991 - 2013 წლებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი შემცირდა 36% -დან 19% -მდე, ხოლო მრეწველობაში დასაქმებულთა წილი 21% -დან 51% -მდე გაიზარდა, მშენებლობაში ეს შემცირდა 8% -დან 3% -მდე, მომსახურების სექტორში 35% -დან 27% -მდე[2].

თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთი არ ფლობს ზღვაზე გასასვლელს, მაგრამ აქვს მდინარეების მთელი ქსელი. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში თევზჭერა პრაქტიკულად გაქრა: 1991 წელს რესპუბლიკაში დაიჭირეს 3945 ტონა თევზი, 2010 წელს - მხოლოდ 449 ტონა[3].

ფინანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 1 იანვრისთვის რესპუბლიკაში 17 ბანკი იყო: 4 ადგილობრივი ბანკი და 13 უცხოური კაპიტალის მონაწილეობით[4]. 2005 წლის ბოლოს, რესპუბლიკის ბანკების საწესდებო კაპიტალში უცხოელი პირების მონაწილეობისთვის ადრე შემცირებული მარგინალური კვოტი საბოლოოდ გაუქმდა[4]. შედეგად, 2014 წელს ქვეყანაში უკვე იყო 6 ბანკი 100% უცხოური კაპიტალით[5].

შრომითი მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ეკონომიკა ცალმხრივად დამოკიდებულია ემიგრანტების მხრიდან მიღებულ საშუალებებზე. რუსეთში მომუშავე ტაჯიკეთის მოქალაქეების რიცხვი 1 მილიონს აღწევს. 2005 წლის მონაცემებით მათ სამშობლოში 247 მილიონი დოლარის გადმორიცხვა მოახდინეს. 2008 წლის კრიზისისას რუსეთიდან ტაჯიკეთში 2,5 მილიადი დოლარის შემოდინება მოხდა. მსოფლიო ბანკის 2012 წლის მონაცემებით, რუსეთში მომუშავე მიგრანტების ფულადი გზავნილები ტაჯიკეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 48%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია[6].

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიდროელექტრო სადგურები ტაჯიკეთის ენერგო სექტორის საფუძველია, რომლებიც უმეტესად მდინარე ვახშზე, პიანჯსა და სიდრიაში მდებარეობენ. უმსხვილესი ჰიდროელექტრო სადგურებია: ნურეკი, როგუნი და კირარაუმი. საკუთარი ენერგეტიკული ბაზის გამო, სადგურები ქვეყნის საჭიროებების მხოლოდ 50% აკმაყოფილებს. ამიტომაც ტაჯიკეთის ბევრი სოფელი დღემდე ელექტრო ენერგიის გარეშეა.

სადაზღვევო ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ტაჯიკეთში 14 სადაზღვევო კომპანია 17.0 მილიონი დოლარის ჩარტერული კაპიტალით სარგებლობდა[7]. 2012 წელს რესპუბლიკაში სადაზღვევო პრემიების ოდენობამ 101.7 მლნ დოლარი შეადგინა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო საშუალებას ავტომობილი წარმოადგენს. ბოლო წლებში აშენდა საავტომობილო გვირაბები ოზოდი, იტიკლოლი და შაჰრისტანი. 1926-1929 წლებში აშენდა პირველი ტერმეზ-დუშანბეს რკინიგზა.

შიდა ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკაში საცალო ვაჭრობა საკუთრების სამ ფორმას ეკუთვნის: კერძო, სახელმწიფოსა და კოოპერატიულს. 2011 წელს, საცალო ბრუნვის 97.3% აღირიცხა კომერციულ ვაჭრობაზე (ძირითადად არაორგანიზებულ ბაზარზე), კოოპერატივისა და სახელმწიფო ვაჭრობისთვის შესაბამისად - 1.3% და 1.4%.

მოსახლეობის შემოსავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს, საარსებო მინიმუმი თვეში 250 სომონია, რომელიც 31 დოლარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Import Partners of Tajikistan (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2017-11-23.
  2. Алиджанов Д.А. Взаимосвязь занятости трудовых ресурсов и стимулирование импортозамещающего роста в Республике Таджикистан // Экономический журнал. - 2015. - Т. 39. - № 3. - С. 23
  3. Ахмедова М.М. Импортозамещающая инвестиционная политика в Республике Таджикистан: влияние на инфляцию и экономическую безопасность // Вестник Таджикского государственного университета права, бизнеса и политики. Серия общественных наук. - 2013. - № 2 (54). - С. 169
  4. 4.0 4.1 Давлатов И.Х. О последствиях проникновения иностранного капитала в банковский сектор Республики Таджикистан // Вестник Таджикского государственного университета права, бизнеса и политики. Серия общественных наук. - 2015. - № 2 (2). - С. 90
  5. Давлатов И.Х. О последствиях проникновения иностранного капитала в банковский сектор Республики Таджикистан // Вестник Таджикского государственного университета права, бизнеса и политики. Серия общественных наук. - 2015. - № 2 (2). - С. 91
  6. Кузибаева Б.М., Дадоматов Д.Н. Трансформация институциональной структуры и формирование трансакционного сектора в аграрном секторе экономики Республики Таджикистан // Вестник Таджикского государственного университета права, бизнеса и политики. Серия общественных наук. - 2013. - № 3 (55). - С. 116
  7. Вахобов А.А. Институциональные основы структурных преобразований в экономике Республики Таджикистан // Фундаментальные исследования. - 2015. - № 2. - С. 2648