ტარჰუანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტარჰუანა
არაბ. ترهونة‎
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი ელ-მაღრაბი
კოორდინატები 32°07′00″ ჩ. გ. 20°04′00″ ა. გ. / 32.11667° ჩ. გ. 20.06667° ა. გ. / 32.11667; 20.06667
ცენტრის სიმაღლე 393
მოსახლეობა 13 264 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
ტარჰუანა — ლიბია
ტარჰუანა

ტარჰუანა (არაბ. ترهونة‎) — ქალაქი ლიბიაში, ტრიპოლიდან 65 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ელ-მაღრაბის რაიონში. სახელი მომდინარეობს მისი რომაელებამდელი მაცხოვრებლების, ბერბერებისაგან. XIX საუკუნიდან XX საუკუნის შუა წლებამდე მას ელ-ბოირათი ერქვა, ამჟამინდელი სახელი კი ლიბიის დამოუკიდებლობის შემდეგ ეწოდა. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 13 264 ადამიანს შეადგენს.[1]

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ტარჰუანის ტომს მიეკუთვნება, რომელსაც მუამარ კადაფის რეჟიმი დიდად სწყალობდა. 2011 წლის აგვისტოს ბოლოს, ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ტარჰუანაში შესულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიას ადგილობრივები სხვადასხვა განწყობით შეეგებნენ.[2] ცნობილია, რომ მუამარ კადაფის, ხამის კადაფი ტარჰუანასთან მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Data from World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2012-12-04.
  2. "Gadhafi loyalists remain firm." დაარქივებული 2012-05-23 საიტზე Wayback Machine. Concord Monitor/AP, 31 August 2011. Retrieved 2011-08-31.
  3. http://www.dailymail.co.uk/news/article-2032801/Khamis-Gaddafi-killed-Rebels-took-vengeance-despite-car-armoured-like-tank.html