ტარაგონის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარაგონის მდებარეობა ესპანეთში

ტარაგონა (ესპ. provincia de Tarragona, კატ. província de Tarragona) — პროვინცია აღმოსავლეთ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანების, კატალონიის სამხრეთ ნაწილში. მას ესაზღვრება შემდეგი პროვინციები: კასტელიონი, ტურუელი, სარაგოსა, ლერიდა და ბარსელონა. ასევე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.

პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 631,156 კაცს (2002 წლის მონაცემებით), რომლის დაახლ. ერთი მეხუთედი ცხოვრობს მის დედაქალაქ ტარაგონაში. პროვინციაში არის 183 მუნიციპალიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]