ტაილერ ჯოზეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაილერ ჯოზეფი

ტაილერ ჯოზეფი Blurryface მსოფლიო ტურზე 2015
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1988 (1988-12-01) (35 წლის)
დაბ. ადგილი კოლუმბუსი, ოჰაიო აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • რეპერი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • უკულელე
  • ფორტეპიანო
  • კლავიშებიანი
  • სინთეზატორი
  • ბასი
  • აკორდიონი
  • დრამი
აქტიური 2008-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Fueled by Ramen
საიტი twentyonepilots.com
ტაილერ ჯოზეფი ვიკისაწყობში

ტაილერ ჯოზეფი (ინგლ. Tyler Joseph; დ. 1 დეკემბერი, 1988) — ამერიკელი მუსიკოსი და რეპერი. ამერიკული დუეტის — Twenty One Pilots მთავარი ვოკალისტი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფი დაიბადა კოლუმბუსში, ოჰაიოში. იზრდებოდა ორ ძმასთან - ზაკთან (ასევე მომღერალი), ჯეისთან და დასთან - მედისონთან ერთად. დედამისი, კელი, იყო მათემატიკის მასწავლებელი მანამ[1], სანამ კალათბურთის მწვრთნელი გახდებოდა[2]. მამამისი ასევე მწვრთნელი იყო, ვაშინგტონის ქრისტიანულ სკოლაში, 96-2005 წლებში[2], ახლა კი სკოლის დირექტორია. ჯოზეფიც კალათბურთს ბავშვობიდანვე თამაშობდა[3].

როდესაც მუსიკოსის გამოსვლა იხილა High Street კლუბში, კალათბურთის დაფინანსების შემოთავაზებაზე Otterbrein-ის უნივერსიტეტიდან უარი განაცხადა[1][3]. დაიწყო დაკვრა გარდერობში ნაპოვნ კლავიშებზე, რომელიც საშობაო საჩუქარი იყო დედამისისგან და იმეორებდა რადიოში არსებულ მელოდიებს[1][4][5].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილერ ჯოზეფი Blurryface მსოფლიო ტურზე 2015

Twenty One Pilots ჩამოყალიბდა ტაილერ ჯოზეფის ინიციატივით 2009 წელს, კოლუმბუსში (ოჰაიო), ნიკ ტომასთან და კრის სალისთან ერთად, რომლებმაც 2011 წელს ჯგუფი საბოლოოდ დატოვეს. ამჟამად ჯგუფი შედგება ორი წევრისაგან - ვოკალისტი ტაილერ ჯოსეფი და დრამერი - ჯოშ დანისგან.

ჯგუფმა საკუთარი სახსრებით ორი ალბომი - Twenty One Pilots 2009 წელს და Regional at Best 2011 წელს გამოუშვა, სანამ ლეიბლ Fueled By Ramen-თან კონტრაქტს გააფორმებდნენ 2012 წელს.

რიგით მესამე ალბომი Vessel 2013 წლის 8 იანვარს გამოვიდა[6].

Emotional Roadshow World Tour

Blurryface 2015 წლის 17 მაისს გამოვიდა და ამასთან ერთად ჩაატარეს ორი საერთაშორისო მსოფლიო ტური: Blurryface და Emotional Roadshow.

2016 წლის 6 დეკემბერს ჯოზეფმა ხუთი გრემის ნომინაცია: წლის ჩანაწერი, საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება, საუკეთესო როკ შესრულება, საუკეთესო როკ სიმღერა და საუკეთესო ვიზუალური მედიის სიმღერა.

სხვა პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ჯგუფი ჩამოყალიბდებოდა, ჯოზეფი სოლო მომღერლად მუშაობდა. შედეგად გამოუშვა ალბომი სახელად No Phun Intended. ამ სიმღერების მოსმენა ისევ შესაძლებელია თავის PureVolume-ს გვერდზე[7].

2011 წელს, ჯოზეფი იყო Five14-ის ვარსკვლავი, 2012 წელს მიიღო მონაწილეობა ვიდეოში "What's Your Story?" რომელიც გადაღებულია მარკ იშლმენის მიერ (Twenty One Pilots-ის რამდენიმე ვიდეოს პროდიუსერი). ოთახი, რომელშიც გადაღებულია ვიდეო "What's Your Story?", არის იგივე ოთახი რომელსაც ვხედავთ მუსიკალურ ვიდეოში 'House Of Gold'.

2013 წლის 4 დეკემბერს, ჯოზეფმა მიიღო მონაწილეობა Five14 Church's Christmas With the Stars-ში და შეასრულა "O come, O come, Emmanuel".

2014 წლის დეკემბერში, ის დაეხმარა ბეკ-ვოკალში ჯგუფ Panic! At The Disco-ს, სიმღერაში "Sickly Sweet Holidays"[8][9].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფი, ბავშვობაში, სახლში იღებდა განათლებას. იქორწინა ჯენა ბლექზე 2015 წლის 28 მარტს[10][11].

მას აქვს სამ-ნაწილიანი ტატუირება რომელიც გამოსახავს „რაღაცას რამაც თავისი ცხოვრება იხსნა“[12], იგი არ თვლის რომ ინტერნეტში საკუთარი ტატუირების მნიშვნელობის ახსნა მართებულია[13].

ორივეს, ჯოზეფსა და დანს აქვთ გამოსახული „X“ სხეულზე, ნიშნად ერთგულებისა ფანების მიმართ რომლებიც ცხოვრობენ ოჰაიოში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Twenty One Pilots-თან ერთად

  • Twenty One Pilots (2009)
  • Regional at Best (2011)
  • Vessel (2013)
  • Blurryface (2015)
  • Trench (2018)

როგორც სოლო შემსრულებელი

  • No Phun Intended (2008)

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ცერემონია ჯილდო ნომინაცია შედეგი Ref.
2017 გრემის ჯილდო წლის ჩანაწერი "Stressed Out" მოსალოდნელია [14]
საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება მოსალოდნელია
საუკეთესო როკ-შესრულება "Heathens" მოსალოდნელია
საუკეთესო როკ-სიმღერა "Heathens" მოსალოდნელია
საუკეთესო ვიზუალური მედიის სიმღერისთვის მოსალოდნელია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 With debut album set for release, Columbus duo Twenty One Pilots poised to break out. The Columbus Dispatch (18 ოქტომბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-20. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2014.
  2. 2.0 2.1 Joseph named coach at Orange. ThisWeek Sports (June 11, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2017. ციტირების თარიღი: July 24, 2014.
  3. 3.0 3.1 Alternative Press: Shooting Hoops with Twenty One Pilots. YouTube. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2014.
  4. Interview: Twenty One Pilots, part 1. Columbus Alive (27 აპრილი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2014.
  5. MessiahPulse Interview: Twenty One Pilots. YouTube. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2014.
  6. Twenty One Pilots – Music, biography, Credits and Discography: AllMusic. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2013.
  7. Tyler Joseph's No Phun Intended on PureVolume. PureVolume. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-25. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2014.
  8. Sharp, Tyler. Panic! At The Disco, Falling In Reverse members team up for Christmas song. Alternative Press. ციტირების თარიღი: January 5, 2016.
  9. Dallon Weekes: Sickly Sweet Holidays. ციტირების თარიღი: January 12, 2016.
  10. Twenty One Pilots Frontman Gets Engaged!. Radio 104.5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2014.
  11. Twenty One Pilots' Tyler Joseph Got Married!. Radio 104.5 (28 მარტი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2015.
  12. PSA: about Tyler Joseph's tattoos. Tumblr. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014.
  13. 'I’m the ice cream, he's the cake. You get the whole thing with us': an interview with Twenty One Pilots. theedgesusu.co.uk. ციტატა: „We don't really like to answer it in interviews because it's meant to be more one-on-one. So if you would turn your phone off we'd be happy to answer it.“ ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014.
  14. „59TH ANNUAL GRAMMY AWARDS NOMINEES“. The Recording Academy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 December 2016.