ტაილანდური კრივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაილანდური კრივი
მუაი ტაი
ძირითადი მონაცემები
დევიზი (პარამეტრი შეგიძლიათ მრავლობითშიც ჩაწეროთ „
სპორტის სახეობის ჯგუფი კრივი
ცნობილი მიმდევრები ბუაკავ ბანჩამექი, სამარტ ფეიაკარუნი, დიზელნოი ჩორ ცანასუკარნი, აპიდეჯ სიტ-ჰირუნი, ნამქაბუანი ნონგკე პაჰუუთი, საენჩაი

ტაილანდური კრივი, იგივე მუაი ტაიტაილანდური საბრძოლო ხელოვნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდური კრივი სათავეს ასეულობით წლების წინ იღებს. მისი წარმოქმნა განაპირობა საზოგადოების მძარცველებისგან დაცვის აუცილებლობამ. მოგვიანებით, 1584 წელს, ტაილანდის მეფემ (ნარისუანმა), მუაი ტაის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება გადაწყვიტა; ამ დროიდან ტაილანდის არმიის თვითოეულ ჯარისკაცს დაევალა აღნიშნული საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი შესწავლა. იდეაში, მოდერნიზებული მუაი ტაის ფუნქცია იყო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად გამოეყენებინა ნებისმიერი საშუალება, რაც ადამიანს ბუნებით დაჰყვა, და ეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელჩართული ბრძოლის დროს უიარაროდ დარჩებოდა. ტაილანდურ არმიაში მუაუ ტაის ძირითადი ფუნქცია იყო თავდაცვა/თავდასხმის რეფლექსის სრულყოფა. მუაი ტაი ასევე უზრუნველყოფდა დაკავებული პოზიციის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ დისციპლინის დონის ამაღლებას იწვევდა.

არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ტაილანდის მეფე პრეცაო სუო (მეფე ვეფხვი) იმდენად იყო გატაცებული ამ საბრძოლო ხელოვნებით, რომ იგი ფარულად გადიოდა სასახლიდან და მონაწილეობას იღებდა სოფლებში გამართულ შეჯიბრებებში. რაც ყველაზე მთავარია მისი საყვარელი საქმიანობას ადგილობრივი ჩემპიონების ცემა წარმოადგენდა. მეფე რამა V-ის დროს ტაილანდურმა კრივი სამეფო სპორტი გახდა; აღსანიშნავია, რომ ტურნირების გამარჯვებულებს სამხედრო წოდებები ეძლეოდათ. შემდგომ პერიოდში სპორტის პოპულარობამ მისთვის არენის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია. აღნიშნულ საკითზე რამა V-ის შთამომავალმა, რამა VI-მ იზრუნა: საბრძოლო არენა თოკებით შემოასაზღვრინა. ბრძოლისთვის საჭირო დროის დასადგენად კი გახვრეტილ ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ, რომელიც წყლით სავსე თასში ტივტივებდა და ჩაძირვისთანავე მთავრდებოდა რაუნდი.

მაშინდელი მუაი ტაის მებრძოლები მკლავსა და თავზე ერთვარ მარყუჟს ატარებდნენ. ეს აღჭურვილობა იფრო იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებდა და მებრძოლის რწმენას განაპირობებდა. 1921 წელს პირველი ოფიციალური რინგის (სიუან კულარპში) აშენების შემდეგ მსაჯების ოფიციალური ინსტიტუტი დაარსდა. მოგვიანებით აიკრძალა ხელზე დახვეული თოკით ბრძოლა, რადგან ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. შორეულ წარსულში მებრძოლი ხელზე დახვეულ წებოვან თოკს მინის ნამსხვრევებში ავლებდა, რაც დარტყმას პოტენციურად უფრო ეფექტურს და გამანადგურებელს ხდიდა. მოგვიანებით, მართალია შეჯიბრებებში მინის ნამსხვრევების გამოყენება აიკრძალა, თუმც XIX საუკუნემდე თოკი კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა. დღეს მებრძოლები უფრო დაცული და სტანდარტული ხელთათმანებით არიან აღჭურვილნი.

ზოგადად მუაი ტაის არსი დაფუძნებულია 8 საბრძოლო ელემენტის უნიფიკაციაზე. კერძოდ: 2 ხელის, 2 ფეხის, 2 იდაყვისა და 2 მუხლის გამოყენების ტექნიკაზე. საქრთველოში ოფიციალური ტურნირები ამ სპორტის სახეობაში არ ტარდება, ქვეყანაში არის ისეთი ადგილები, სადაც სპორტის ხელოვნების შესწავლა შეიძლება. სპორტის აღსანიშნავი ლეგენდაა ტონი ჯაა.

წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრივის მსგავსად მუაუ ტაიშიც თითო დარტყმა თითო ქულაა. დაშვებულია გდებები, მუხლის დარტყმა, ხელით დაჭერილი მოწინააღმდეგის მუხლისა და იდაყვების დარტყმა. ტარდება 3-5 რაუნდი; რაუნდების ხანგრძლოვობაა 2 ან 3 წუთი.

სამოყვარულო და პროფესიონალური სპორტის წესები თითქმის ერთნაირია, თუმცა სამოყვარულოში აცვიათ დამცავები როგორიცაა შლემი და ჟილეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]