სუფიური ლიტერატურა
იერსახე
სუფიური ლიტერატურა — სუფიზმის მისტიკური იდეების ამსახველი ლიტერატურა.
სუფიური ლიტერატურა იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში მთელ მახლობელ აღმოსავლეთში. ჟანრობრივი თვალსაზრისით უაღრესად მრავალფეროვანია. იყენებდნენ როგორც პროზაულ, ისე პოეტურ ფორმებს: ტრაქტატი, საუბარი, შეგონებანი, ლოცვანი, რომანული თუ დიდაქტიკური პოემა, ლირიკულ ლექსთა სახეობანი, განსაკუთრებით რობაი, ღაზალი და სხვა. თეორიულ ნაშრომებს უმთავრესად პროზად წერდნენ, თუმცა არც პოეტური ფორმა იყო გამორიცხული.
სუფიური პოეტური აზროვნებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი ალეგორიზმი და სიმბოლურობა. სუფიური ლირიკა გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სატრფიალო თუ სალაღობო პოეზიისაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 615.