სურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სურთი
سرت
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
მუნიციპალიტეტი სურთი
კოორდინატები 31°12′00″ ჩ. გ. 16°36′00″ ა. გ. / 31.20000° ჩ. გ. 16.60000° ა. გ. / 31.20000; 16.60000
ცენტრის სიმაღლე 28
მოსახლეობა 75 358[1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +218 54
სურთი — ლიბია
სურთი

სურთი, ასევე სირთი (არაბ. سرت) — ქალაქი ლიბიაში, ამავე სახელწოდების მქონე რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს სიდრის ყურის ნაპირებზე, ისტორიულ მხარე სირტიკაში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში 75 358 ადამიანი ცხოვრობდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურთი არის ანტიკური ქალაქი, ის ჯერ კიდევ ფინიკიის არსებობის დროს აშენდა. ლიბიაში 2011 წელს მომხდარი სამოქალაქო ომის დროს ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა იგი. 2012 წლის აპრილისათვის ქალაქის მოსახლეობის დაახ. 70% დაუბრუნდა ქალაქს. დაიწყო ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენა, თუმცა ქალაქში დატოვებული საომარი ნარჩენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. მოსახლეობის განცხადებით, ახალი მთავრობის წარმომადგენლები მათ ქალაქის საომარი ნარჩენებისგან სრულად გაწმენდას დაპირდნენ.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ჩინეთის სარკინიგზო კომპანიამ მოიგო ტენდერი, რის შემდეგაც მას დაევალა რკინიგზის ხაზის გაყვანა ლიბიაში. ეს სარკინიგზო მონაკვეთი გადაჭიმული იქნებოდა ელ-ხუმსიდან სურთამდე, ამ მონაკვეთის საერთო სიგრძე 352 კმ-ია. თუმცა, 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ სარკინიგო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს რუსეთის სარკინგზო გზების კომპანია.[3]

ცნობილი პიროვნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში დაიბადა და გარდაიცვალა ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2012-11-03.
  2. Surt. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2011-02-13.
  3. РЖД эвакуирует сотрудников из Ливии