სუვონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სუვონი
კორ. 수원
კორ. 水原
დროშა

ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
პროვინცია კიონგიდო
შიდა დაყოფა Gwonseon-gu, Yeongtong-gu, Jangan-gu და Paldal-gu
კოორდინატები 37°17′09″ ჩ. გ. 127°00′36″ ა. გ. / 37.28583° ჩ. გ. 127.01000° ა. გ. / 37.28583; 127.01000
მერი იომ ტჰეიონი
ფართობი 121.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 66 მეტრი
კლიმატის ტიპი მუსონური
მოსახლეობა 1 234 300 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+09:00
ოფიციალური საიტი http://www.suwon.go.kr
სუვონი — სამხრეთი კორეა
სუვონი

სუვონი (კორ. 수원시?, 水原市) — კიონგიდოს პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, სამხრეთი კორეა. მოსახლეობა დაახლოებით 1,2 მილიონია. ქალაქი სეულიდან სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. ზოგჯერ ქალაქს კორეული ფეხბურთის დედაქალაქად მოიხსენიებენ - სწორედ იქაა ყველაზე ცნობილი კორეული საფეხბურთო გუნდი სუვონის სამსუნგ ბლიუინგზი. სუვონშივე მდებარეობს სამსუნგის წამყვანი კვლევითი ცენტრები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი სამეფოს დროს, თანამედროვე სუვონის ტერიტორიაზე იყო დასახლება მოსუ, შემდგომში ცნობილი, როგორც მეჰოლი. სუვონმა თანამედროვე სახელი 1413 წელს მიიღო, ხოლო ქალაქის სტატუსი 1949-ში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კიონგიდოს ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება იივანი, დასავლეთით - ანიანი, აღმოსავლეთით - იონინი, ხოლო სამხრეთით - ჰვასონი. ლანდშაფტი უმტესად მთაგორიანია. ვხვდებით რამდენიმე ტბას, რომელთაგან უდიდესია ვანჩხონი. უმაღლესი წერტილი კი მთა კვანგიოსანია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუვონი კორეის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრია. ეკონომიკის ძირითადი დარგებია: ელექტრონიკა, ტესქტილის მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია და სხვა. ქალაქის ბიუჯეტი წელიწადში 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://stat.suwon.go.kr/stat/index.do