სტროკიური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტროკიური
Strokkur
გეიზერი სტროკიური
გეიზერი სტროკიური
კოორდინატები: 64°18′47″ ჩ. გ. 20°18′02″ დ. გ. / 64.31306° ჩ. გ. 20.30056° დ. გ. / 64.31306; -20.30056
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ამოფრქვევის სიმაღლე 40 მ
ამოფრქვევის სიხშირე 6-10 წთ.
სტროკიური — ისლანდია
სტროკიური
სურათები ვიკისაწყობში

სტროკიური (ისლ. Strokkur) — გეიზერი ისლანდიაში, მდინარე ჰვითაუს სიახლოვეს. განლაგებულია გეოთერმულ არეალში, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ რეიკიავიკიდან აღმოსავლეთით. წარმოადგენს ისლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გეიზერს, რომელიც იფრქვევა ყოველ 6-10 წუთს.[1] ჩვეულებრივ, ამოფრქვევის სიმაღლე 15-20 მ-ით განისაზღვრება, თუმცა ზოგჯერ სიმაღლემ შეიძლება 40 მ მიაღწიოს. სტროკიური პირველად მოხსენიებულია 1789 წელს, მას შემდეგ რაც მიწისძვრამ გზა გაუხსნა გეიზერის არხს. გეიზერის აქტივობა მერყეობდა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში; 1815 წელს მისი სიმაღლე 60 მ-ით განისაზღვრებოდა. ამოიფრქვეოდა XX საუკუნის ბოლომდე, მანამ სანამ კიდევ ერთმა მიწისძვრამ არ გადაკეტა მისი არხი. 1963 წელს ადგილობრივებმა გაწმინდეს გადაკეტილი არხი და მის მერე გეიზერი რეგულარულად იფრქვევა.[2] სტროკიური და მისი მიდამოები ტურიზმის ობიექტია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Strokkur and Geysir (ინგლისური)
  2. Luhr, James F. (2003). Earth. Doring Kindersly. p. 205.