სტოკჰოლმის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის არენიუსის სახელობის ლაბორატორია

სტოკჰოლმის უნივერსიტეტი (შვედ. Stockholms universitet) — სახელმწიფო უნივერსიტეტი სტოკჰოლმში, შვედეთი.

უნივერსიტეტში 50 ათასზე მეტი სტუდენტი, 2 ათასი ასპირანტი და 5 ათასამდე თანამშრომელია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს 1878 წლიდან როგორც საუნივერსიტეტო კოლეჯი (Stockholm högskola). 1904 წლიდან კოლეჯმა ხარისხის ოფიციალურად მინიჭება დაიწყო. 1960 წელს კი უნივერსიტეტის წოდება მიიღო. მოქმედებს ოთხი ფაკულტეტი; უნივერსიტეტის დაწესებულებათა უმეტესობა ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით, ფრესკატის უბანში მდებარეობს, სადაც სპეციალურად გაყვანილია მეტროსადგური უნივერსიტეტი (Universitetet).

დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაბორატორიები: საზღვაო, გლიაციოლოგიური, რომელიც ზღვის ფაუნას შეისწავლის, ეტოლოგიური და ბოტანიკური.
  • საზღვაო კვლევათა ცენტრი
  • ბოტანიკური ბაღი
  • გარესამყაროს ზოგადდისციპლინური შესწავლის ცენტრი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]