სტივ მაკ-კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივ მაკ-კარი
დაბადების თარიღი 23 აპრილი 1950
ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
ეროვნება ამერიკელი

სტივ მაკ-კარი (ინგლ. Steve McCurry; დ. 23 აპრილი 1950) — ამერიკელი ფოტოჟურნალისტი. მის მიერ გადაღებულია უამრავი უნიკალური, ისტორიული თუ ღირსშესანიშნავი ფოტო. ერთ-ერთი ასეთი ფოტოა „ავღანელი გოგო“, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა „National Geographic“-ის ჟურნალებში, და რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს სტივ მაკ-კარიმ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო კინემატოგრაფიის ისტორიის შესწავლა, თუმცა, საბოლოოდ, მან სწავლა გააგრძელა თეატრალური ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს წარჩინებით და ღირსების ორდენით დაამთავრა. სტივ მაკ-კარი ფოტოგრაფიით დაინტერესდა მას შემდეგ, რა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთისთვის დაიწყო ფოტოების გადაღება.

სტივ მაკ-კარიმ თავისი კარიერა დაიწყო ფოტო-რეპორტაჟის კეთებით ავღანეთში, სადაც მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ომი. უსაფრთხოებისა და ფოტოების გადაღების მიზნით, სტივ მაკ-კარი შეიმოსა (შეინიღბა) ავღანურ, ტრადიციულ ტანისამოსში, რომელზეც ფარულად იყო მიმაგრებული ფოტოაპარატი. სტივმა მოახერხე ასეთ რთულ სიტუაციაში გადაეღო საკმაოდ ბევრი ისტორიული სურათი, რომელიც ასახავდა იქაურ კონფლიქტებს. ამის შემდეგ, სტივ მაკ-კარიმ მიიღო რობერტ კაფას ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო ფოტოგრაფიული მასალების გაშუქება უცხოეთიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]