სტენლი ბოულზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტენლი ბოულზი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
24 დეკემბერი, 1948 (1948-12-24) (75 წლის)
დაბადების
ადგილი
მანჩესტერი, ინგლისი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1970 მანჩესტერ სიტი 17 (2)
1970 ბერი 5 (0)
1970–1971 ქრიუ 51 (18)
1970–1971 კარლაილ იუნაიტედი 33 (12)
1972–1979 კუინზ პარკ რეინჯერსი 315 (97)
1979–1980 ნოტინგემ ფორესტი 19 (2)
1980–1981 ლეიტონ ორიენტი 44 (7)
1981–1984 ბრენფორდი 81 (16)
სულ 565 (154)
ეროვნული ნაკრები
1974–1977 ინგლისი 5 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სტენლი ბოულზი (ინგლ. Stanley Bowles; დ. 24 დეკემბერი, 1948, მანჩესტერი) — ინგლისელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოულსი 1948 წელს მანჩესტერში დაიბადა. კარიერა 19 წლის ასაკში „მანჩესტერ სიტიში“ დაიწო. ბოულსი „სიტის“ შემადგენლობაში სამი სეზონის განმავლობაში იყო. მწვრთნელთან უთანხმოების გამო მან კლუბი დატოვა. 1970 წელს ის „ქრიუში“ გადავიდა. 1971–1972 წლების სეზონი ჩრდილოურ „კარლაილ იუნაიტედში“ გაატარა. 1972 წელს კი იგი „კუინზ პარკ რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა გორდონ იაგომ შენიშნა. ამავე წელს „ქპრ“ დატოვა როდნი მარშმა. მარშის 10 ნომერიანი მაისური კლუბის სიმბოლო იყო. გორდონ იაგომ ბოულსი გუნდში მიიყვანა და 10 ნორმიანი მაისურიც გადასცა. ბოულზი კარგად შეეწყო ტერი ვენეიბლზს, დონ გივენსსა და ჯერი ფრენსისს. გორდონ იაგოს შემედგ გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი დეივ სექსტონი რომელიც მანამდე „ჩელსის“ წვრთნიდა და რომელმაც 1971 წელს „რეალ მადრიდი“ დაამარცხა თასების თასის ფინალში. 1975–76 წლის სეზონში „კუინზ პარკი“ მეორე ადგილზე გავიდა ინგლისის ჩემპიონატში. 1976–77 წლების უეფას თასზე ბოულზმა 11 გოლი გაიტანა მაგრამ „ქპრ“ პენალტების სერიაში გამოვარდა ბერძნულ „აეკთან“. 2004 წელს სტენ ბოულსი „ქპრ-ის“ გულშემატკივრებმა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1979 წელს ბოულზით „ჰამბურგი“ იყო დაინტერესებული მაგრამ ფეხმურთელი გადავიდა „ნოტინგემ ფორესტში“, რომელიც ევროპის ჩემპიონთა თასის მსფლობელი იყო. ახალ გუნდში ბოულზს მწვრთნელი ბრაიან კლაფი მარჯვენა ფლანგზე ათამაშებდა რაც მისთვის უჩვეულო იყო, 1980 წელს მან კლუბი დატოვა კლაფთან უთანხმოების გამო და ბოულზი 100 000 ფუნტად გაყიდეს „ლეიტონ ორიენტში“. 1984 წელს ბოულსმა კარიერა დაასრულა.

1996 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელად „Stan The Man“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]