სტელან სკარშგორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტელან სკარშგორდი

სტელან სკარშგორდი 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალზე
დაბადების სახელი ჯონ სტელან სკარშგორდი
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1951 (1951-06-13) (72 წლის)
გეტებორგი, შვედეთი
მოქალაქეობა შვედეთის დროშა შვედეთი
საქმიანობა მსახიობი,
აქტიური 1968-დღემდე
მეუღლე(ები)
  • მიუ გიუნტერი (იქ. 1975; განქ. 2007)
  • მეგან ევერეტი
     (იქ. 2009)
შვილ(ებ)ი 8, მათ შორის ალექსანდერი, გუსტაფი, ბილი, ვალტერი

სტელან სკარშგორდი (შვედ. Stellan Skarsgård; (/ˈstɛlən ˈskɑːrsɡɑːrd/;; 13 ივნისი, 1951) — შვედი კინოსა და თეატრის მსახიობი. ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი. თანამედროეობის ერთ-ერთი განთქმული შვედი მსახიობი.

სტელან სკარშგორდი დაიბადა ქალაქ გეტებორგში, გუდრუნ და იან სკარშგორდის ოჯახში.[1][2] ბავშვობაში ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში, მათ შორის — ჰელსინგბორგში, ტოტებოში, კალმარში,მარიელუნდში და უფსალაში.[3] მან აღიარება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოიპოვა ადგილობრივი ტელევიზიით. 1972—1988 წლებში მოღვაწეობდა სტოკჰოლმის სამეფო დრამატულ თეატრში. კინოში მოღვაწეობს 1982 წლიდან.

იგი ცნობილია დანიელ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერთან თანამშრომბლობით. სკარშგორდი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ტრიერის 5 ფილმში: „ტალღებთან მებრძოლი“ (1996), „სიბნელეში მოცეკვავე“ (2000), „დოგვილი“ (2003), „მელანქოლია“ (2011), „ნიმფომანიაკი“ (2013). ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“ (2006), „თორი“ (2011), „შურისმაძიებლები“ (2012) „გოგონა დრაკონის ტატუთი, „მამა მია!“ (2008), „გოიას ლანდები“ (2006) და სხვა. 2019 წელს შეასრულა ვალერი ლეგასოვის როლი მინისერიალში „ჩერნობილი“.

1975—2007 წლებში სკარშგორდი დაქორწინებული იყო ექიმ მიუ გიუნტერზე,[4] ვისთან ერთადაც ეყოლა ექვსი შვილი. 2009 წლის იანვარში იგი ხელმეორედ დაქორწინდა მეგან ევერეტზე.[5] წყვილს ჰყავს ორი შვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1989 Täcknamn Coq Rouge Täcknamn Coq Rouge კარლ ჰამილტონი
1973 ანიტა: მოზარდი გოგონას დღიური Anita: Swedish Nymphet ერიკი
1982 Бесхитростное убийство Den Enfaldige mördaren სვენი
1988 ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე The Unbearable Lightness of Being ინჟინერი
1990 ნადირობა „წითელ ოქტომბერზე“ The Hunt for Red October კაპიტანი ვიკტორ ტუპოლევი
1991 ხარი Oxen ჰელგე რუსი
1993 შურდული The Slingshot ფრიტიოფ შუტი, თამბაქოს გამყიდველი, როლანდის მამა
1995 კელვინის ნოლი გრადუსი Kjærlighetens kjøtere / Zero Kelvin რანდბეკი
1996 ტალღებთან მებრძოლი Breaking the Waves იანი
1997 ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Hunting პროფესორი ჯერალდ ლამბო
1997 ამისტადი Amistad ტაპანი
1997 უძილობა Insomnia იონას ენგსრომი
1998 მხსნელი Savior პიტერ დომინი
1998 რონინი Ronin გრეგორი
1999 ღრმა ლურჯი ზღვა Deep Blue Sea ჯიმ უილტოკი
2000 აბერდინი Aberdeen ტომასი
2000 სიბნელეში მოცეკვავე Dancer in the Dark окулист
2001 Стеклянный дом The Glass House ტერი გლასი
2001 გაფრენილი კოცნა Kiss Kiss (Bang Bang) ფელიქსი
2001 მხარეთა აზრი Taking Sides ილჰელმ ფურტვენგლერი
2002 მოჩვენებების ქალაქი City of Ghosts კასპარი
2003 დოგვილი Dogville ჩაკი
2003 ელენე ტროეილი Helen of Troy თესევსი
2004 დემონის განმდევნელი: დასაწყისი Exorcist: The Beginning ლანკესტერ მერინი
2004 მეფე ართური King Arthur კედიკი
2005 ეშმაკის გამდევნელი:დომინიონი Dominion: Prequel to the Exorcist ლანკესტერ მერინი
2005 ბეოვულფი და გრენდელი Beowulf & Grendel ჰროთგარი
2006 კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი Pirates of the Caribbean: Dead Man’s Chest ბილ ტერნერი
2006 გოიას ლანდები Goya’s Ghosts (Los Fantasmas de Goya) ფრანსისკო გოია
2007 საწამებელი საკანი WΔZ ედი არგო
2007 კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული Pirates of the Caribbean: At World’s End ბილ ტერნერი
2007 არნი: რაინდი ტამპლიერი Arn — Tempelriddaren ბირგერ ბორსა
2008 მამა მია! Mamma Mia! ბილი
2008 არნი –სამეფო გზის ბოლოს Arn - Riket vid vägens slut ბირგერ ბორსა
2008 ანტურაჟი Entourage ვენგერ ვოლშტედტი
2009 ანგელოზები და დემონები Angels & Demons მაქსიმილიან რიხტერი
2010 ეშმაკის კუნძულის მეფე Kongen av Bastøy დირექტორი
2010 საკმაოდ კეთილი ადამიანი En ganske snill mann ულრიხი
2010 ფრენკი და ელისი Frankie and Alice ექიმი ოზი
2011 თორი Thor ერიკ სელვიგი[6]
2011 მელანქოლია Melancholia ჯეკი
2011 გოგონა დრაკონის ტატუთი The Girl with the Dragon Tattoo მარტინ ვანგერი
2012 შურისმაძიებლები The Avengers ერიკ სელვიგი[7][8]
2013 რკინიგზის კაცი The Railway Man ფინლი
2013 თორი: ბნელი სამყარო Thor: The Dark World ერიკ სელვიგი
2013 ექიმი: ავიცენას მოსწავლე The Physician დალაქი
2013 ნიმფომანიაკი Nymphomaniac სელიგმანი
2014 ჰექტორი და ბედნიერების ძიება Hector and the Search for Happiness ედუარდი
2014 სულელური საქმე Kraftidioten ნილს დიკმანი
2015 კონკია Cinderella დიდი ჰერცოგი
2015 შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა Avengers: Age of Ultron ერიკ სელვიგი
2015 რივერი River ჯონ რივერი
2016 ჩვენნაირი მოღალატე Our Kind of Traitor დიმა
2017 მონტაუკში დაბრუნება Return to Montauk მაქს ფრიში
2016 ბიორგი და მაკინროი Borg vs McEnroe ლენარტ ბერგლინი
2017 ტროელბი და ზამთრის ზღაპარი Moomins and the Winter Wonderland Moominpappa
2018 ადამიანი, რომელმაც მოკლა დონკიხოტი The Man Who Killed Don Quixote ბოსი
2018 მამა მია! 2 Mamma Mia! Here We Go Again ბილი
2019 ცხენების გატაცება Out Stealing Horses ტრონდი
2019 ჩერნობილი Chernobyl ბორის შერბინა
2019 მოგძებნი I'll Find You ბენო მოზერი
2020 დიუნა Dune ვლადიმირ ხარკონენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stellan Skarsgaard Biography. Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2010. ციტირების თარიღი: 2010-03-05.
  2. Thyselius, Erik; Lindblad, Göran (1999). Vem är det?: Svensk biografisk handbok: Volume 44. Norstedt, გვ. 1004. 
  3. Hollywood’s Lonely Hero. Stellanonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი, 2009. ციტირების თარიღი: 2010-03-05.
  4. Behdjou, Behrang. My Skarsgård: ”Till slut handlade det om att välja livet eller döden”. Dagens Nyheter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 8 January 2018.
  5. „Stellan Skarsgård: Nymphomaniac’s off-centred everyman“. The Irish Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 2017-09-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Rappe, Elisabeth (2009-10-05). „Stellan Skarsgard Joins 'Thor'. Cinematical. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-09. ციტირების თარიღი: 2009-10-05.
  7. Stellan Skarsgård klar för ny superhjältefilm. Expressen (2011-03-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2011-03-03.
  8. Стеллан Скарсгорд в «Мстителях». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2019-06-19.