ჰუმაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუმაიონი
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-2 იმპერატორი
კორონაცია: 29 დეკემბერი, 1530
მმართ. დასაწყისი: 26 დეკემბერი 1530
მმართ. დასასრული: 17 მაისი 1540
წინამორბედი: ბაბური
მემკვიდრე: შერ-შაჰი
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1555
მმართ. დასასრული: 27 იანვარი, 1556
წინამორბედი: სიქანდარ შაჰი
მემკვიდრე: აქბარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 მარტი 1508
დაბ. ადგილი: ქაბული,ავღანეთი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 27 იანვარი 1556
გარდ. ადგილი: დელი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ჰამიდა ბანუ ბეგუმი
მაჰ ჩუჩაკ ბეგუმი
ბიბი გუნვარი
მაივა ჯაანი
შვილები: ალ-ამან მირზა
აქბარი
მირზა მუჰამად ჰაქიმი
იბრაჰიმ სულთან მირზა
ფარუხ-ფალ მირზა
ბაქში ბანუ ბეგუმი
ბახთ უნ-ნისა ბეგუმი
ამინა ბანუ ბეგუმი
საქინა ბანუ ბეგუმი
სრული სახელი: ნასირ-უდ-დინ მოჰამად ჰუმაიონი
დინასტია: თემურიდები
მამა: ბაბური
დედა: მაჰამ ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ნასირ-უდ-დინ მოჰამად ჰუმაიონი (დ. 6 მარტი, 1508, ქაბული — გ. 27 იანვარი, 1556, დელი) — დიდ მოგოლთა მეორე იმპერატორი, ბაბურის შვილი და აქბარის მამა, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა შერ-შაჰთან ბრძოლას ჩრდილოეთ ინდოეთის დაუფლებისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1530 წელს ჰუმაიონმა მემკვიდრეობით მიიღო მამის სამფლობელოები. მისი მფლობელობა ავღანელებსა და რაჯპუტანებზე ეფემერული იყო, ხოლო გუჯარათის რაჯა, სახელად ბაჰადური ღიად აუჯანყდა ახალგაზრდა ფადიშაჰს. 1535 წელს ჰუმაიონის ჯარებმა აიღეს გუჯარათი, მაგრამ აჯანყება ორი წლის შემდეგაც გრძელდებოდა ბაჰადურის გარდაცვალებამდე.

ამასობაში, ჰუმაიონს აუჯანყდა ბიჰარის რაჯა შერ-შაჰი. 1539 წელს ჩაუსის და 1540 წელს კანაუჯის წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ ჰუმაიონი იძულებული გახდა ინდოეთის სამფლობელოები დაეთმო შერ-შაჰისთვის, თვითონ კი თავშესაფარი ეძებნა ჯერ სინდში, სადაც დაიბადა მისი მემკვიდრე ვაჟი აქბარი, ხოლო შემდეგ მარვარში. 1544 წელს მან მიიღო ირანის შაჰ თამაზ Iის მხარდაჭერა და უკვე მომავალ წელს გაილაშქრა საკუთარი ძმის ულისწულ ქამრანის წინააღმდეგ, რომელსაც წაართვა ქაბული და ყანდაარი. 1545 წელს ჩამოგდებული ქამრანის შთამომავლები დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში - ფერგანის ხეობაში, სადაც ისინი მიიღეს თემურის სახლში, თუმცა, ამის შემდეგაც ითვლებოდა, რომ ავღანეთი კანონიერად ეკუთვნოდათ დიდი მოგოლთა დინასტიიდან უფლისწულ ქამრანის შთამომავლებს. პუშტუნური გადმოცემის თანახმად, როდესაც ქამრანის ერთ-ერთი შთამომავალი მაინც ავღანეთის ტახტზე ავა, ავღანეთში "ოქროს საუკუნე" დაიწყება. 1545–1550 წლებში ჰუმაიონი ჩაება ქამრანთან ძმათამკვლელ სისხლისმღვრელ ბრძოლებში, რომლის დროსაც მას ორჯერ მოუწია ქაბულის დატოვება.

ამასობაში, შერ-შაჰი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა ჰუმაიონმა და 1555 წლის თებერვალში პენჯაბის მმართველ სიქანდარ-შაჰის განადგურებით დაეუფლა ლაჰორს და იმავე წლის ივლისში დაიბრუნა აგრა და დელი.

ჰუმაიონის საფლავი დელში

მრავალი თავისი წინაპრის მსგავსად იგი გატაცებული იყო ასტროლოგიით და ასტრონომიით. ერთხელ, როდესაც ის ბრუნდებოდა ბიბლიოთეკიდან წიგნების დასტით ხელში, გაიმა ლოცვა, აზანი. ჰუმაიონი შეეცადა მუხლებზე დაჩოქილიყო, მაგრამ ფეხსაცმელის ქუსლებში გაებლანდა კაბა და კიბეზე წაბორძიკდა. მიღებული ხერხემლის ტვინის ტრავმის შედეგად, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ჰუმაიონის ცხოვრება აღწერა და შემოგვინახა ფადიშაჰის დამ გულბადან ბეგუმმა. მისი საფლავი დელში ითვლება ცნობილი თაჯ-მაჰალის პროტოტიპად და შესულია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შაჰზადა ალ-ამან მირზა (1528–1536)
  • იბრაჰიმ სულთან მირზა
  • ჯალალ ალ-დინ მუჰამად აქბარი (1542–1605)
  • შაჰზადა მუჰამად ფარუჰ-ფალ მირზა (1547–1553)
  • შაჰზადა მუჰამად ჰაქიმ მირზა (1553–1585)
  • აქიქა სულთან ბეგუმი
  • ჯაჰან სულთან ბეგუმი
  • ბაქში ბანუ ბეგუმი (1540–1596)
  • ფაჰრ-უნ-ნისა ბეგუმი
  • ბაჰთ-უნ-ნისა ბეგუმი
  • ამინა ბანუ ბეგუმი
  • საქინა ბანუ ბეგუმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Б. Гаскойн. Велике Моголы. М. 2004.
  • Cambridge History of India, Vol. III & IV, «Turks and Afghan» and «The Mughal Period». (Cambridge) 1928.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
ბაბური
დიდ მოგოლთა იმპერატორი
15301556
შემდეგი:
აქბარი