ჰოპლიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპარტელი ჰოპლიტი

ჰოპლიტი (ბერძ. ὁπλίτης) — მძიმედ შეიარაღებული მებრძოლი ძველ საბერძნეთში, რომელიც ჯარის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა. ბერძნულ განლაგება ფალანგაში სწორედ ჰოპლიტთა მძიმედ აღჭურვილი ჰოპლიტები შედიოდა. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ 2–3 მეტრის შუბებით და მოკლე 60-სანტიმეტრიანი ხმლით. ჰოპლიტის დაცვას უზრუნველყოფდა: აბჯარი, მუზარადი, სამუხლეები და ფარი. ფარს „ჰოპლონი“ ერქვა. ის ჰოპლიტის მთელ ტანს ფარავდა. ჰოპლიტს ბრინჯაოს აბჯარი ემოსა, რომელიც ზოგჯერ ტყავით და ტილოთი იყო დაფარული. ჰოპლიტის თავს ხშირად კორინთული ტიპის მუზარადი ამშვენებდა რომელიც კარგად უზრუნველყოფდა ჰოპლიტის: თავის ქალის, ცხვირის, ლოყების, ყურებისა და კისრის დაცვას. მუზარადი მორთული იყო ცხენის ძუისაგან დამზადებული მოსართავებით. ჰოპლიტის მუხლებს სამუხლეები იცავდა, ხოლო ფეხზე სანდლები ეცვა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძველი მსოფლიოს ისტორია, მე-6 კლასი