ჰენრი და ჯუნი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰენრი და ჯუნი“
რეჟისორი ფილიპ კაუფმანი
პროდიუსერი პიტერ კაუფმანი
სცენარის ავტორი ფილიპ კაუფმანი
როლებში
ოპერატორი ფილიფ რუსლო
მონტაჟი
სტუდია Walrus & Associates
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 5 ოქტომბერი, 1990 (1990-10-05)
ხანგრძლივობა 136 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი 11.5 მილიონი აშშ დოლარი[2]

ჰენრი და ჯუნი“ — ფილიპ კაუფმანის რეჟისორობით 1990 წელს გამოსული ამერიკული ბიოგრაფიული დრამა ცნობილი მწერლების, ჰენრი მილერისა და ანაის ნინის შესახებ. მთავარ როლებს ფრედ უორდი, უმა თურმანი და მარია დე მედეიროსი ასრულებენ. დაფუძნებულია 1986 წელს გამოცემულ ანაის ნინის სრულ დღიურზე. ფილიპ კაუფმანმა ჰენრის და ჯუნის“ სცენარი თავის ცოლთან, როუზთან ერთად დაწერა. ფილმი გვიყვება ნინის ურთიერთობაზე ჰენრი მილერთან და მის ცოლთან, ჯუნთან.

„ჰენრი და ჯუნი“ ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. იგი ერთ-ერთია იმ NC-17 შეფასების მქონე სამ ფილმთაგან („გულით ველურნი“, 1990, რეჟ. დევიდ ლინჩი; „ოცნების რექვიემი“, 2000, რეჟ. დარენ არანოვსკი), რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს პარიზში, საფრანგეთში ამერიკელ ავტორთან, ჰენრი მილერთან შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა მწერალი, სახელად ანაის ნინი თავისი შთაბეჭდილებებისა და ფიქრების დღიურში ჩაწერას იწყებს. ჰენრის (ფრედ უორდი), ანაისს (მარია დე მედეიროსი) და ჯუნს, ჰენრის ცოლს (უმა თურმანი) შორის იწყება ურთიერთობა, რომელიც მალევე რომანში გადაიზრდება და სასიყვარულო სამკუთხედს შექმნის, ხოლო ანაის ნინი მილერს „კირჩხიბის ტროპიკის“, თავისი პირველი რომანის გამოცემაში დაეხმარება.

ჰენრი თავის პირველ რომანს წერს და პარიზში ღარიბი ცხოვრებით ცხოვრობს. ჯუნი, მისი ცოლი, მოცეკვავე და მისი მუზაა; ხოლო ნინი კი ფრანკო-ესპანელი ბურჟუა, რომელსაც აინტერესებს ცოლ-ქმარი და მათი ცხოვრება. იგი განსაკუთრებით ინტერესდება მილერის სამწერლო კარიერით, მას თავის მასწავლებლად მიიჩნევს და სწორედ მისი გაცნობის შემდეგ იწყებს წერას.

„ჰენრი და ჯუნი“ პირველი ფილმია, რომელსაც MPAA-ს პრეზიდენტმა, ჟაკ ვალენტიმ NC-17 შეფასება მიანიჭა (1990 წელს). ფილმი გვიჩვენებს იმჟამინდელ პარიზში მცხოვრები ხელოვანების ცხოვრებას, მათი ბოჰემური ცხოვრების სტილს. ფილმში ჩნდებიან ცნობილ ხელოვანთა პროტოტიპებიც, როგორებიც არიან ბრასაი, ფრანჩისკო მირალეს არნაუ.

ფილმში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ანაის ნინის განცდებს. ფილიპ კაუფმანი ხშირად სწორედ მისი თვალთახედვიდან გადმოგვცემს მოვლენებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმა თურმანი
მარია დე მედეიროსი

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკი მოამზადა მარკ ადლერმა. იგი შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ცნობილ მუსიკალურ კომპოზიციებს.

  1. ჟან ლენუა - „Parlez-moi d'amour“
  2. კლოდ დებიუსი - „Six épigraphes antiques“
  3. ფრანსის პულანკი - „Les chemins de l'amour“
  4. კლოდ დებიუსი - „Petite Suite: Ballet“
  5. ჰარი უორენი - „I Found a Million Dollar Baby“
  6. ერიკ სატი - „Gnossienne No. 3“
  7. ერიკ სატი - „Je te veux“
  8. ფრიდერიკ შოპენი - „Nocturne No. 1 in C Major“
  9. ჟორჟ აურიკი - „Sous les toits de Paris“
  10. ჟაკ ლარმანჟა; ფრანსის კარკოს ტექსტი - „Le doux caboulot“
  11. კლოდ დებიუსი - „La plus que lente“
  12. მარკ ადლერი - „Je m'ennuie“
  13. მარკ ადლერი - „Coralia“
  14. ირვინგ მილსი - „St. James Infirmary Blues“
  15. ფრანსისკო ტარეგა - „Gran Vals“
  16. ჰოაკინ ნინ-კალმელი - „Basque Song“
  17. ვინსენტ სკოტო; ჯორჯ კოგერისა და ჰ. ვამას ტექსტი - „J'ai deux amours“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. HENRY & JUNE (18). British Board of Film Classification (September 28, 1990). ციტირების თარიღი: January 29, 2013
  2. Henry & June (1990) – Box Office Mojo. Amazon.com. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 29, 2013