ჰატჰორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰატჰორი
იეროგლიფებში
O7D2
r
C9

ან
O10

ან
O6X1
D2
ჰატორის ქანდაკება ლუქსორის მუზეუმში

ჰატჰორი, ჰათჰორი (ეგვიპტ. ჰათ-ჰორ = ჰორის სახლი) — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ქალღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი. ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი. ითვლებოდა ციურ ძროხად, რომელიც ყოველდღე წარმოშობდა მზის დისკოს. მას გამოსახავდნენ ძროხისთავიანი ქალის სახით, ასევე ძროხის და ზოგჯერ - ქალის სახით, რომელსაც თავზე ძროხის რქებს შორის მოთავსებული მზის დისკო ადგას.

ჰათორი იყო რას ქალიშვილი და ჰორის მეუღლე. მისი სახელი შემდეგნაირად იშიფრებოდა - ”ჰორის სახლი.” ჰათორი მფარველობდა ახალდაქორწინებულებს და ორსულებს. იგი ითვლებოდა ოჯახური კავშირების სიმტკიცის მფარველად.

ჰათორი ასევე წარმოდგენილი იყო ქალღმერთ ლომის სახით, რომლის მრისხანებისაც თავად ღმერთებსაც კი ეშინოდათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: