ჰაინრიხ ფონ ფელდეკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაინრიხ ფონ ფელდეკე
დაბადების თარიღი არაუგვიანეს 1149
დაბადების ადგილი ჰასელტი
გარდაცვალების თარიღი 1184
გარდაცვალების ადგილი ფრაიბურგი
საქმიანობა მინეზინგერი, პოეტი, მწერალი[1] და კომპოზიტორი
მოქალაქეობა  გერმანია
პერიოდი XII საუკუნე[2]

ჰაინრიხ ფონ ფელდეკე (გერმ. Heinrich von Veldeke, ლიმბ. Heinric van Veldeke, ნიდერლ. Hendrik van Veldeke; დ. 1150 წლამდე — გ. 1190-დან 1200 წლებამდე) — XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის გერმანელი მწერალი. მიჩნეულია სარაინდო ანუ საკარო ეპოსის ფუძემდებლად; მასვე ეკუთვნის სარაინდო-ქრისტიანული ლეგენდა "ზერვაციუსი" (დაახლოებით 1170). მთავარი თხზულება სარაინდო რომანი "ენეიდი", რომლის წყარო უნდა იყოს ფრანგული "ენეასის რომანი", ანტიკური სიუჟეტის პირველი სარაინდო-საკარო დამუშავებაა გერმანულ ლიტერატურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  2. Czech National Authority Database