ჰადისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ჰადისი (არაბ. حديث; მრ.რ. არაბ. أحاديث; აჰადის, ამბავი) — გადმოცემა მუჰამმადის შესახებ, რომელიც აღწერს მის რაიმე საქციელს ან გამონათქვამს. ამ მხრივ ჰადისები ჯგუფდება შემდეგნაირად – გამონათქვამი (არაბ. قول; ყაულ), ქმედება (არაბ. فعل; ფი'ლ), მოწონება (არაბ. تقرير; თაყრირ) და გარეგნობა (არაბ. صفة სიფათ). ჰადისებს ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობები სხვადასხვა კრებულებიდან იღებენ, თუმცა მათი მნიშვნელობა ყველა ისლამურ მიმდინარეობაში დიდია, გარდა ყურანისტების სექტისა. ამ სექტის წევრები ჰადისებს მთლიანად უარყოფენ, ან აღიარებენ ზოგიერთ ჰადისს, რომელიც მათ აზრს ეთანხმება.[1]

მეცნიერება ჰადისების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადისების ჯგუფდება სანდოობის მიხედვით, არსებობს ჰადისების გადარჩევის რაციონალური კრიტერიუმები, რომელიც მათი გადმომცემთა ჯაჭვის ანალიზის საფუძველზეა შედგენილი. არსებობს ჰადისების გადმომცემთა ენციკლოპედიები, საიდანაც დგინდება მათი სანდოობა და ა.შ. ამ მეცნიერებას ალ-ჯარჰ ვა თ-თა'დილი ეწოდება.[2] ჰადისი შედგება ორი ნაწილისგან – ისნადი {გადმომცემთა ჯაჭვი} და მათნი (მნიშვნელობა).

ისნადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისნადი (არაბ. اسناد) ეწოდება იმ ჯაჭვს, რომელსაც ადგენს ჰადისების გადმომცემთა ჯაჭვი, ვიდრე ის მივიდოდეს იმ ადამიანამდე, ვინც თავისი თვალით დაინახა ან გაიგონა მუჰამმადის ესა თუ ის საქმე ან სიტყვა. ისნადი დგება საკუთრივ თვითმხილველიდან იმ მუჰადდისამდე, ვინც ჩაწერა ეს ჰადისი.
ჰადისების მეცნიერების თანახმად, ისნადის იწყება ჰადისთა ჩამწერისგან, ხოლო მთავრდება თვითმხილველზე. ადამიანს, რომელიც ისნადში მოიხსენიება, რავი (არაბ. روي; მთხრობელი, გადმომცემი) ეწოდება. ისნადში ჩამოწერილია ყველა რავის სახელი იმგვარად, როგორც მიღებულია მუჰადდისებს შორის, ერთი და იგივე სახელის მქონეები, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნიშნებით (მაგ. ქუნია) კონკრეტდებიან.

მათნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათნი (არაბ. متن) ეწოდება ჰადისის მნიშვნელობას, კონკრეტულად იმ საქმის ან სიტყვის აღწერას, რაც თვითმხილველმა დაინახა და გადმოსცა. გადმოცემისას მათნს ისნადის შემდეგ ჩაწერენ, თუმცა რეალურად ჰადისის ძირითადი ნაწილი სწორედ მათნია. ისნადი მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მათნში აღწერილი საქმე ან სიტყვა ნამდვილად ეკუთვნის მუჰამმადს.

ჰადისების გრადაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადისების გრადაცია
მუთავათირი მუთაფფაყი მაშჰური 'აზიზი ღარიბი ჰასანი
მუთასილი ↑საჰიჰი↑ მუნქარი
მუსნადი ← ისნადის მიხედვით მარვი მათნის მიხედვით → მათრუქი
აჰადი ↓და'იფი↓ მუდარიხი
მუნყატი'ი მუდტარიბი მუდალისი მავყუფი მუნყატი'ი მავდუ'ი

ჰადისთა კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადისებს წლების განმავლობაში კრებდნენ სხვადასხვა ავტორები. მათგან პირველები არიან სუნიტი 'აბდურ-რაზზაყ ას-სან'ანი[3] და ხარიჯიტი–იბადიტი რაბი' იბნ ჰაბიბ ალ-ფარაჰიდი.

სუნიტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნიტური ჰადისების კოლექციიდან გამოირჩევა ექვსი წიგნი:

მათ გარდა მნიშვნელოვანი კრებულები აქვთ იმამ აჰმადს (მუსნადი), იმამ მალიქის (მუვატტა), ალ-ბაიჰაყის (ას-სუნან ალ-ქუბრა), იმამ ან-ნავავის (რიად ას-სალიჰინ) და სხვ.

ხარიჯიტული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარიჯიტი–იბადიტები იყენებენ რაბი' იბნ ჰაბიბ ალ-ფარაჰიდის მუსნადს, რომელშიც ათასზე მეტი ჰადისია.

შიიტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბუ ჯა'ფარ მუჰამმად ალ-ქულაინის ალ-ქაფი
  • აბუ ჯა'ფარ მუჰამმად ატ-ტუსის თაჰზიბ ალ-აჰქამ და ალ-ისთიბსარ
  • აბუ ჯა'ფარ მუჰამმად ალ-ყუმმის მან ლა იაჰდურუჰუ ლ-ფაყიჰ
  • მუჰამმად–ბაყირ ალ-მაჯლისის ბიჰარ ალ-ანვარ
  • მუჰამმად იბნ ალ-ჰასან ალ-'ამილის ვასაილ აშ-ში'ა

ჰადის ყუდსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ჰადისები, რომლებშიც გადმოცემულია ღმერთის სიტყვა, თუმცა ისინი ყურანში არ არის შესული. ასეთ ჰადისებს ალ–ყუდსი (არაბ. القدسي; წმინდა) ეწოდება. თუმცა ისინიც ღმერთის სიტყვად ითვლება, ისლამის მიხედვით მათ შორის მაინც არსებობს გარკვეული სხვაობები. მაგალითად, ყუდსი ჰადისების კითხვა დასაშვებია განბანვის გარეშე, მათი აზრობრივად გადმოცემა ზუსტი ციტირების გარეშე დასაშვებია, მათი კითხვა ღვთისმსახურების ფორმა არ არის და ა.შ.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Quranists
  2. Al-Jarh Wa Al-Ta'dil დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Islamic Encyclopedia
  3. 'Abd Ur Razzâq As San'ânî
  4. Бухари, Мухаммад დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  5. Муслим ибн Хаджадж დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  6. Абу Давуд დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  7. Тирмизи, Мухаммад დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  8. Насаи, Ахмад დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  9. Ибн Маджа დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  10. Хадис аль-Кудси დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007