ჯულიეტა მაზინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯულიეტა მაზინა

ჯულიეტა მაზინა 1966 წელს
დაბადების სახელი ჯულია ანა მაზინა
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1921
სან ჯორჯო დი პიანო, იტალია
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 1994 (73 წლის)
რომი, იტალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1948–1991
მეუღლე(ები) ფედერიკო ფელინი (1943–1993; მის გარდაცვალებამდე)
ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის

1957 - კაბირიას ღამეები

ჯულიეტა მაზინა (იტალ. Giulietta Masina, დ. 22 თებერვალი, 1921 — გ. 23 მარტი, 1994) — კინოსა და თეატრის იტალიელი მსახიობი. სახელი გაითქვა ფილმებით „გზა“ და „კაბირიას ღამეები“, რომლებმაც 1956 და 1957 წლებში საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოები მიიღეს. 1957 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში მაზინას ფილმისათვის „კაბირიას ღამეები“ მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობის წოდება.

მაზინა იყო რეჟისორ ფედერიკო ფელინის მეუღლე. განსახიერებული პერსონაჟების ხასიათების გამო მას ხშირად უწოდებენ "ქალ ჩაპლინს".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]