ჯონ ნიუპორტ ლენგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ნიუპორტ ლენგლი
ინგლ. John Newport Langley
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1852(1852-11-02)[1]
დაბ. ადგილი ნიუბერი
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1925(1925-11-05)[2] [1] [3] (73 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[4]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი[5] და სენტ-ჯონის კოლეჯი
განთქმული მოსწავლეები Charles Scott Sherrington[5]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი, კრუნის სახელობის პრემია და ბელის მედალი

ჯონ ნიუპორტ ლენგლი (ინგლ. John Newport Langley; დ. 2 ნოემბერი 1852 — გ. 5 ნოემბერი 1925) — ბრიტანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1883 წლიდან) და ვიცე-პრეზიდენტი (1904-1905). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1903 წლიდან კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი. ლენგლის შრომები ძირითადად მიეძღვნა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ანატომიას და ფიზიოლოგიას. ლენგლიმ დაადგინა, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ბოჭკოები გადიან დამოუკიდებელ პერიფერიულ ნერვულ კვანძებზე (განგლიონებზე), რის გამოც მას ავტონომიური ნერვული სისტემა უწოდა. გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The union of different kinds of nerve fibres, "Journal of physiology", 1904.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]