ჯეიმზის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზის ყურის მდებარეობა ჰუდსონის ყურეში

ჯეიმზის ყურე (ფრანგ. Baie James) — დიდი ყურე ჰუდსონის ყურის სამხრეთით, კანადაში. ყურე მდინარეების და მიწისქვეშა წყლების მეშვეობით უკავშირდება ატლანტის ოკეანეს. ჯეიმზის ყურის ნაპირებზე გაშენებულია კანადის ორი პროვინცია — ონტარიო და კვებეკი. ყურეში მრავლადაა მცირე კუნძული, აქ მდებარეობს აგრეთვე დიდი კუნძული აკიმსკი. ყურის სანაპიროს სიახლოვეს აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ზამთრობით ყურე ხშირად იყინება.

ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდა კანადელი აბორიგენი მოსახლეობა. ყურე პირველად 1610 წელს აღმოაჩინეს; მისი აღმომჩენი იყო ინგლისელი ზღვაოსანი ჰენრი ჰადსონი. ყურეს ინგლისელი ზღვაოსნის და კაპიტნის ტომას ჯეიმზის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peter Dörrenbächer: Baie-James – Institutionalisierung einer Region. Wasserkraftnutzung in Nord-Quebec und die Entstehung regionaler Selbstverwaltungsstrukturen der Cree-Indianer. Saarbrücken 2003, ISBN 3-92452548-X