ჯეიმზ უოტსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ უოტსონი
ინგლ. James Dewey Watson[1]
დაბ. თარიღი 6 აპრილი, 1928(1928-04-06)[2] [3] [4] [1] [5] [6] [7] [8] (96 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1]
მოქალაქეობა  აშშ[1] [9]
საქმიანობა ბიოლოგი[1] , გენეტიკოსი[1] , ზოოლოგი[10] [1] , ბიოქიმიკოსი[1] , molecular biologist[1] , სამეცნიერო მუშაკი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , ქიმიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , მწერალი[1] და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი[1] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[1] , კოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორია[11] [12] და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტები[1]
ალმა-მატერი Indiana University Bloomington[1] , ჩიკაგოს უნივერსიტეტი[1] და South Shore High School
განთქმული მოსწავლეები John Tooze, Ewan Birney, Richard Roberts, Phillip Sharp და Ronald W. Davis
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მამა James Dewey Watson[13]
ჯილდოები კოპლის მედალი[14] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[15] , ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[16] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი[17] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[18] [19] [1] , გუგენჰაიმის სტიპენდია, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, მეცნიერების ეროვნული მედალი[20] , ჯონ კარტის პრემია, EMBO-ს წევრობა, honorary doctor of the Autonomous University of Barcelona[21] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[22] , Mendel Medal[23] , Masaryk University Gold Medal[24] , honorary doctor of the Hofstra University, გუგენჰაიმის სტიპენდია და Othmer Gold Medal[25]
ხელმოწერა

ჯეიმზ დიუი უოტსონი (ინგლ. James Dewey Watson, დ. 6 აპრილი 1928, ჩიკაგო, ილინოისი) — ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი და ბიოლოგი. 1953 წელს ფრენსის კრიკთან თანაავტორობით გამოაქვეყნა აკადემიური ნაშრომი დნმ-ის მოლეკულის ორმაგი სპირალური სტრუქტურის შესახებ. 1962 წელს უოტსონი, კრიკი და მორის უილკინსი დაჯილდოვდნენ ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიით „ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურისა და ცოცხალ ორგანიზმში ინფორმაციის გადატანის საკითხში მისი მნიშვნელობის აღმოჩენისთვის“. მომდევნო წლებში გაირკვა, რომ უოტსონმა და მისმა კოლეგებმა შეგნებულად დამალეს მეცნიერ როზალინდ ფრანკლინის წვლილი ორმაგი სპირალური სტრუქტურის აღმოჩენაში.[26][27]

უოტსონი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბაკალავრი (1947) და ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორანტი (1950). დოქტორანტურის შემდეგ „კოპენჰაგენის უნივერსიტეტში“ ჰერმან კალკართან და ოლე მაალოესთან ერთად მუშაობდა ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტის „კავენდიშის ლაბორატორიაში“, სადაც იგი პირველად შეხვდა თავის მომავალ თანამშრომელს ფრენსის კრიკს. 1956 წლიდან 1976 წლამდე უოტსონი მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში, რაც მას ხელს უწყობდა რომ მოლეკულური ბიოლოგიის კვლევები ჩაეტარებინა.

1968 წლიდან მოღვაწეობდა „Cold Spring Harbor Laboratory“. ამ ლაბორატორიაში მუშაობისას იგი დიდ ყურადღებას უთმობდა სიმსივნის შესწავლას, ამასთან ერთად ლაბორატორია გახდა მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრი მოლეკულური ბიოლოგიის სფეროში. 1994 წლიდან 10 წლის განმავლობაში იყო ლაბორატორიის პრეზიდენტი, შემდეგ კი დაინიშნა კანცლერად. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2007 წლამდე. ამ დროს დაიწყო მტკიცება, რომ ინტელექტსა და რასას შორის გენეტიკური კავშირი არსებობდა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. 2019 წელს ეს აზრები გაახმოვანა დოკუმენტურ ფილმში, რის შემდეგაც „Cold Spring Harbor Laboratory“-ამ მას გაუუქმა ყველა საპატიო ტიტული და გაწყვიტა მასთან ყველა ტიპის ურთიერთობა.

უოტსონს დაწერილი აქვს მრავალი სამეცნიერო წიგნი, მათ შორისაა „გენის მოლეკულური ბიოლოგია“ (1965) და ბესტსელერი „ორმაგი სპირალი“ (1968).

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ დიუი უოტსონი დაიბადა 1928 წლის 6 აპრილს, ჩიკაგოში. არის ჯინ (მიშელი) და ჯეიმზ უოტსონის ერთადერთი ვაჟი. დედამისის მამა მკერავი ლაუჩლინ მიშელი, იყო სკოტლანდიიდან ხოლო დედამისი ლიზი გლისონი იყო ირლანდიური ოჯახის შვილი.[28] გაიზარდა როგორც კათოლიკე, თუმცა მოგვიანებით თავისი თავი მან ასე დაახასიათა „კათოლიკური რელიგიისგან გაქცევა“.[29] უოტსონმა თქვა: „ყველაზე ბედნიერი, რაც ოდესმე მომხდარა, იყო ის, რომ მამაჩემს ღმერთის არ სწამდა.“[30]

უოტსონი გაიზარდა ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში და დაამთავრა საჯარო სკოლები, მათ შორისაა „Horace Mann Grammar School“ და „სამხრეთის სანაპიროს საშუალო სკოლა“.[31] იგი მოხიბლული იყო ფრინველების ყურებით, ეს იყო ჰობი რომელსაც იგი მამამისსაც უზიარებდა.[32] უოტსონი გამოჩნდა პოპულარულ რადიო შოუში „ვიქტორინას ბავშვებში“.[33] უნივერსიტეტის პრეზიდენტის რობერტ ჰაჩინსის წყალობით, იგი 15 წლის ასაკში გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი.

მას შემდეგ რაც უოტსონმა ერვინ შრედინგერის სამეცნიერო წიგნი „რა არის ცხოვრება“ წაიკითხა, მისი კარიერული ამბიციები შეიცვალა და გენეტიკის შესწავლა დაიწყო.[34] 1947 წელს გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბაკალავრი ზოოლოგიაში. 1947 წელს მან ჩიკაგოს უნივერსიტეტი დატოვა და მაგისტრატურის სწავლა „ინდიანას უნივერსიტეტში“ დაიწყო. 1950 წელს გახდა ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორანტი; სალვადორ ლურია დოქტორანტურაზე იყო მისი მრჩეველი.[35]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 P.A.M.Dirac Biography // ბიოგრაფია
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. SNAC — 2010.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Encyclopædia Britannica
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  8. Babelio — 2007.
  9. LIBRIS — 2018.
  10. James Watson BiographicalNobel Foundation.
  11. P.A.M.Dirac Biography // Biography: Historical & Celebrity Profiles
  12. Watson Loses Cold Spring Harbor Post // Science / H. ThorpAAAS, 2007. — ISSN 0036-8075; 1095-9203
  13. geni.com — 2006.
  14. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  15. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
  16. 1960 WinnersLasker Foundation.
  17. Watson a Knight, But Not a 'Sir' // Science / H. ThorpAAAS, 2002. — Vol. 295, Iss. 5553. — P. 267. — ISSN 0036-8075; 1095-9203doi:10.1126/SCIENCE.295.5553.267B
  18. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1962Nobel Foundation.
  19. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  20. P.A.M.Dirac Biography
  21. James D. Watsonბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი.
  22. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 372.
  23. https://genetics.org.uk/medals-and-prizes/genetics-society-medals-and-lectures/mendel-medal/
  24. https://www.muni.cz/o-univerzite/vyznamenani/zlate-medaile-mu?page=8
  25. https://www.sciencehistory.org/othmer-gold-medal
  26. Maddox, Brenda (January 2003). „The double helix and the 'wronged heroine'. Nature. 421 (6921): 407–408. Bibcode:2003Natur.421..407M. doi:10.1038/nature01399. PMID 12540909.
  27. Stasiak, Andrzej (March 15, 2001). „Rosalind Franklin“. EMBO Reports. National Institutes of Health. 2 (3): 181. doi:10.1093/embo-reports/kve037. PMC 1083834.
  28. Randerson, James (October 25, 2007). „Watson retires“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: December 12, 2007.
  29. Watson, J. D. (2003). Genes, Girls, and Gamow: After the Double Helix. New York: Vintage, გვ. 118. ISBN 978-0-375-72715-3. OCLC 51338952. 
  30. „Discover Dialogue: Geneticist James Watson“. Discover. July 2003. ციტატა: „The luckiest thing that ever happened to me was that my father didn't believe in God“
  31. Cullen, Katherine E. (2006). Biology: the people behind the science. New York: Chelsea House, გვ. 133. ISBN 0-8160-5461-4. 
  32. Watson, James. James Watson (Oral History). Web of Stories. ციტირების თარიღი: December 5, 2013.
  33. Samuels, Rich. The Quiz Kids. Broadcasting in Chicago, 1921-1989. ციტირების თარიღი: November 20, 2007.
  34. Friedberg, Errol C. (2005). The Writing Life of James D. Watson. Cold Spring Harbor, NY: Cold Spring Harbor Laboratory Press. ISBN 978-0-87969-700-6.  Reviewed by Lewis Wolpert, Nature, (2005) 433:686-687.
  35. Watson, James (1951). The Biological Properties of X-Ray Inactivated Bacteriophage (PhD thesis). Indiana University. თარგი:ProQuest.