ჯან ტაილეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯან ტაილეი (დ. 1898, ჩანჯოუ — გ. 12 დეკემბერი, 1927, გუანჯოუ) — ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე. 1919 წელს დაამთავრა ბეიანის უნივესიტეტი ტიანძინში. აქტიურად მონაწილეობდა „4 მაისის“ ანტიიმპერიალისტურ მოძრაობაში (1919). 1920 წელს შევიდა კომუნისტურ წრეში. იყო ჩინეთის ახალგაზრდობის სოციალიტური კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი (1920). ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი 1921 წლიდან. 1927 წლის დეკემბერში გუანჯოუში შეიარაღებული აჯანყების მთავარი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო. მოკლეს კონტრრევოლუციონერებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]