ჯაგრცხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  რცხილა
სახეობა:  ჯაგრცხილა
ლათინური სახელი
Carpinus orientalis Mill., 1768
სინონიმები
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194499
გავრცელება

ჯაგრცხილა (ლათ. Carpinus orientalis) — ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ხე არყისებრთა ოჯახისა. სიმაღლე იშვიათად 10 მეტრს აღწევს. ღეროები გლუვი რუხი ქერქით აქვს დაფარული, ხშირად დაბრეცილია.[1] ნორჩი ტოტები შებუსულია. ფოთოლი მოკლეყუნწიანი. ფირფიტა პატარა ზომის, მოგრძოკვერცხისებური, კიდეებზე ორმაგხერხკბილა. მდედრობითი ყვავილების საბურველი მთლიანია, ფოთლისებური, არათანაბარგვერდიანი, კვერცხის ფორმის, ბლაგვი. კაკალი წაწვეტებულია, კვერცხის ფორმის. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში.[2]

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ჯაგრცხილა იზრდება ყველა რაიონში, დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე, შერეული ან ქვეტყის სახით. მატწილად მუხნარსა და მუხნარ-რცხილნარში.[1]

ქმნის დამოუკიდებელ ფიტოცენოზსაც (ჯაგრცხილნარი). ჯაგრცხილა სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლეა, ცოცხლობს 150 (იშვიათად 200) წლამდე. მრავლდება თესლით და ამონაყრით, გაჩეხვისას იძლევა ხშირ ძირკვის ამონაყარს. ჯაგრცხილას იყენებენ მშრალი ფერდობების გასამწვანებლად.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქვაჩაკიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 524.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 86.