ხუან მარტინ დელ პოტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან მარტინ დელ პოტრო

დელ პოტრო აშშ-ის ღია პირველობაზე 2016 წელს
ქვეყანა (სპორტი) არგენტინის დროშა არგენტინა
საცხოვრებელი ადგილი ტანდილი, არგენტინა
დაიბადა 23 სექტემბერი, 1988 (1988-09-23) (35 წლის)
ტანდილი, არგენტინა
სიმაღლე 198 სმ.
პროფესიონალი 2005
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი სებასტიან პრიეტო
ფულადი პრიზი 24,742,348 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 430–168 (71.91%)
ტიტულები კარიერაში 22
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (13 აგვისტო, 2018)
მიმდინარე რეიტინგი მე-4 (10 სექტემბერი, 2018)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2009, 2012)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2009)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2013)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2009)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (2009)
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2016)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 40–42 (48.78%)
ტიტულები კარიერაში 1
უმაღლესი რეიტინგი 105-ე (25 მაისი, 2009)
მიმდინარე რეიტინგი 321-ე (8 ოქტომბერი, 2018)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2006, 2007)
უიმბლდონი 1რ (2007, 2008)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2016)
ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი 2018.

ხუან მარტინ დელ პოტრო (ესპ. Juan Martín del Potro; დ. 23 სექტემბერი, 1988, ტანდილი, არგენტინა) — არგენტინელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.

2009 წელს, 21 წლის დელ პოტრომ კარიერაში ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ნახევარფინალში რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ[2], ფინალში არგენტინელმა როჯერ ფედერერს სძლია და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო[3]. დელ პოტრო გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ერთ ტურნირზე ფედერერი და ნადალი დაამარცხა. ასევე 2005 წლის საფრანგეთის ღია პირველობიდან 2013 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით, დელ პოტრო დიდი ოთხეულის გარდა იყო ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. მან ასევე ერთხელ გაიმარჯვა მასტერსის ტურნირზე. ჯამში დელ პოტროს ATP-ის 22 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული.

ოლიმპიურ თამაშებზე, დელ პოტრომ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ერთეულებში. სანაკრებო დონეზე, მან არგენტინას 2016 წელს პირველი დეივისის თასი მოუტანა.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 2 (1–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2009 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი 3–6, 7–6(7–5), 4–6, 7–6(7–4), 6–2
მარცხი 2018 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი სერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი 3–6, 6–7(4–7), 3–6

ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი: 1 (0–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2009 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი ჰარდი (დ) რუსეთის დროშა ნიკოლოზ დავიდენკო 3–6, 4–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (0–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი (ვერცხლი) 2016 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 ჰარდი გაერთიანებული სამეფოს დროშა ენდი მარი 5–7, 6–4, 2–6, 5–7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „Del Potro thrashes Nadal in semis“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2017.
  3. „Del Potro dethrones Federer in US“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2017.