ხორხე ვალდანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორხე ვალდანო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1955 (1955-10-04) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ლას-პარეხასი,
სანტა-ფეს პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1971–1972 ნიუელს ოლდ ბოისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1975 ნიუელსი 46 (11)
1975–1979 ალავესი 107 (21)
1979–1984 რეალ სარაგოსა 143 (46)
1984–1987 რეალ მადრიდი 85 (40)
სულ 381 (118)
ეროვნული ნაკრები
1975–1990 არგენტინა 23 (7)
სამწვრთნელო კარიერა
1991–1992 რეალ მადრიდი (ახალგ.)
1992–1994 ტენერიფე
1994–1996 რეალ მადრიდი
1996–1997 ვალენსია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი (ესპ. Jorge Alberto Francisco Valdano Castellanos; დ. 4 ოქტომბერი, 1955, ლას-პარეხასი, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ხორხე ვალდანო. იცავდა „ნიუელს ოლდ ბოისის“, „ალავესის“, „რეალ სარაგოსას“, „რეალ მადრიდის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[1][2][3][4][5]

ზოგჯერ ვალდანოს მეტსახელად „ფეხბურთის ფილოსოფოსს“ უწოდებენ. იგი ერთ-ერთია იმ შვიდ არგენტინელ ფეხბურთელს შორის, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გოლის გატანა შეძლეს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალდანო „ნიუელს ოლდ ბოისის“ გუნდის წარმომადგენლებმა მოზარდ ფეხბურთელთა ერთ-ერთ ტურნირზე შენიშნეს და გუნდში მიიწვიეს. იგი ჯერ 17 წლისაც არ იყო, როდესაც „ნიუელსის“ პირველი გუნდის ძირითადში ითამაშა. ადრეული ასაკიდანვე მას გამოარჩევდა ორივე ფეხით კარგად დარტყმისა და თავით კარგად თამაშის, ასევე შეტევაში ნებისმიერი პოზიციის დაკავების და საჭიროების შემთხვევაში — ნახევარდაცვაშიც მაღალ დონეზე თამაშის უნარი. გარდა ამისა, თავდამსხმელი არ იყო თანაგუნდელებს შორის თავის წარმოჩენისა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი და უმთავრესად გუნდური თამაშით გამოირჩეოდა. 1974 წელს მისი დახმარებით, კლუბმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიგო. სულ, „ნიუელსის“ მაისურით 1973–1975 წლების განმავლობაში ეროვნული პირველობის ფარგლებში ჩატარებულ 46 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

1975 წელს ვალდანომ ევროპაში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც იმ დროისთვის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ალავესში“ დაიწყო თამაში. საერთო ჯამში მის რიგებში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 107 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და 21 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი საკმაოდ სწრაფად გახდა გუნდის წამყვანი მოთამაშე და გულშემატკივართა სიმპათიებიც მალე მოიპოვა, „ალავესმა“ ოთხი წლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხა სათამაშო კლასის იმ დონეზე ამაღლება, რაც კლუბს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში აღზევების საშუალებას მისცემდა.

შედეგად, 1979 წელს, 24 წლის ასაკში, ვალდანომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „რეალ სარაგოსას“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1984 წლების განმავლობაში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 143 მატჩში 46 გოლი გაიტანა. მართალია, გუნდი მისი რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილებზე პრეტენზიებს არ აცხადებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესპანეთის საფეხბურთო ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ყოველწლიურად ახერხებდა. კლუბის შემადგენლობაში არგენტინელის ყველაზე წარმატებული 1982–83 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც „სარაგოსა“ ესპანეთის პრიმერის მეექვსე ადგილზე გავიდა, ხოლო ხორხე კლუბის მაისურით გატანილი 17 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

„სარაგოსას“ რიგებში საკმაოდ შედეგიანმა და გამორჩეულად სტაბილურმა თამაშმა მას შესაძლებლობა მისცა 1984 წლიდან ესპანური გრანდის მადრიდის „რეალის“ რიგებში განეგრძო საკლუბო კარიერა. პირველივე სეზონის ბოლოს (1984–85), არგენტინელი 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას შემდეგ, რაც მადრიდელთა გუნდს მექსიკელი უგო სანჩესი შეუერთდა, გუნდში იმ პერიოდისთვის ევროპული და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჩამოყალიბდა — ვალდანოს, სანჩესისა და ემილიო ბუტრაგენიოს შემადგენლობით.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 23 შეხვედრას ატარებს და 7 ბურთი გააქვს.[6]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ნიუელს ოლდ ბოისი
დროშა: არგენტინა არგენტინა
პრიმერა დივიზიონი 1973 2 1 - - - - 2 1
1974 19 4 - - - - 19 4
1975 25 6 - - 4 3 29 9
სულ 46 11 0 0 4 3 50 14
ალავესი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
სეგუნდა დივიზიონი 1975-76 26 4 - - - - 26 4
1976-77 30 8 ? ? - - 30 8
1977-78 26 4 ? ? - - 26 4
1978-79 25 5 ? ? - - 25 5
სულ 107 21 0 0 0 0 107 21
რეალ სარაგოსა
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი 1979-80 34 9 6 4 - - 40 13
1980-81 17 3 - - - - 17 3
1981-82 29 9 9 9 - - 38 18
1982-83 34 17 10 7 - - 44 24
1983-84 29 8 4 5 - - 33 13
სულ 143 46 29 25 0 0 172 71
რეალ მადრიდი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი 1984-85 26 17 4 2 10 4 40 23
1985-86 32 16 4 1 11 7 47 24
1986-87 27 7 2 1 4 1 33 9
სულ 85 40 10 4 25 12 120 56
სულ ჯამში 381 118 39 29 29 15 449 162
(1) ესპანეთის თასისა (1975-87) და ესპანეთის ლიგის თასის (1982-85) მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის (1975), უეფა-ს თასისა (1984-86) და ევროპის ჩემპიონთა თასის (1986-87) მონაცემების ჩათვლით.
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.
წყარო: BDFutbol - AupaZaragoza - Mundo Deportivo - Transfermarkt.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი კოპა ამერიკა სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
არგენტინის დროშა
1975 0 0 - - 1 0 1 2 2 2
1982 3 0 2 0 - - - - 5 0
1985 0 0 - - - - 5 1 5 1
1986 1 0 7 4 - - - - 8 4
1987 1 0 - - - - - - 1 0
1990 2 0 - - - - - - 2 0
სულ ჯამში 7 0 9 4 1 0 6 3 23 7

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.[7][8][9]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი არგენტინის დროშა 20 თავდამსხმელი 2 0 1 0 1
მეორე რაუნდი
1986 მექსიკის დროშა მექსიკა არგენტინის დროშა 11 თავდამსხმელი 7 4 6 1 0
ჩემპიონი

ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ხორხე ვალდანოს მონაწილეობით
თარიღი
შეხვედრის ადგილი
გუნდი პირველი
ანგარიში
გუნდი მეორე
რაუნდი
წყარო
1 13.06.1982 კამპ ნოუ, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 ბელგიის დროშა ბელგია პირველი რაუნდი, ჯგუფი 3
2 18.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი პირველი რაუნდი, ჯგუფი 3
მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ხორხე ვალდანოს მონაწილეობით
თარიღი
შეხვედრის ადგილი
გუნდი პირველი
ანგარიში
გუნდი მეორე
რაუნდი
წყარო
1 02.06.1986 ოლიმპიკო უნივერსიტარიო, მეხიკო არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა პირველი რაუნდი, ჯგუფი A
2 05.06.1986 ესტადიო კუაუტემოკი, პუებლა იტალია იტალიის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა პირველი რაუნდი, ჯგუფი A
3 10.06.1986 ოლიმპიკო უნივერსიტარიო, პუებლა არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი პირველი რაუნდი, ჯგუფი A
4 16.06.1986 ესტადიო კუაუტემოკი, პუებლა არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი მერვედფინალი
5 22.06.1986 აცტეკა, მეხიკო არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ინგლისის დროშა ინგლისი მეოთხედფინალი
6 25.06.1986 აცტეკა, მეხიკო არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ბელგიის დროშა ბელგია ნახევარფინალი
7 29.06.1986 აცტეკა, მეხიკო არგენტინა არგენტინის დროშა 3–2 გერმანიის დროშა გფრ ფინალი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ნიუელს ოლდ ბოისი
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინა

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biografía Deportiva de Jorge Valdano. Valdano.es. ციტატა: „Jorge Valdano nació el 4 de octubre de 1955 en Las Parejas (provincia de Santa Fe, Argentina). Argentino de nacimiento y español de adopción, su singularidad es “haber dado la vuelta entera alrededor del fútbol”: ha sido futbolista en Sudamérica y Europa (en Primera y Segunda División), jugador en la Selección Nacional de Argentina, entrenador en diversos equipos y también ha ocupado diferentes cargos directivos. Toda esta experiencia vital le ha dado una perspectiva global del futbol.“ ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
  2. Gorris, Lothar; Hüetlin, Thomas. (30 ივნისი, 2006) Interview with Football Philosopher Jorge Valdano — "The Pitch Is a Jungle". Spiegel. ციტატა: „Jorge Valdano knows the sport inside out: as a Real Madrid player, he won both the Spanish championship and the UEFA Cup twice in the 1980s. As an international, he scored one of Argentina's three goals in the 1986 World Cup Final against Germany. As a coach, he led Real Madrid to the Spanish league title in 1995. As a manager, he turned the club into a global enterprise and invested €200 million in the likes of Zinedine Zidane, Ronaldo and David Beckham.“ ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
  3. Jorge Valdano. Jorge Alberto Francisco Valdano Castellanos. level-k.com. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2018.
  4. Juan Cruz (6 ივნისი, 2016). Valdano: „El fútbol nunca ha tenido corazón“. El exjugador y extrenador charla de fútbol y presenta su nuevo libro 'Fútbol: el juego infinito'. Fútbol: el juego infinito (Conecta) es una enciclopedia sentimental del fútbol escrita por Jorge Valdano, jugador, campeón mundial con su país, Argentina, entrenador (del Real Madrid, del Valencia, del Tenerife), escritor, comentarista de radio y televisión, a quien se debe en gran parte que la palabra alcanzara tanta relevancia para lograr una metáfora de este deporte marcado por la incertidumbre del resultado. elpais.com. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2018.
  5. Aldo Proietto (30 მაისი, 2018). 1986. Valdano, hablemos de todo.... Las declaraciones de Jorge Valdano fueron siempre algo casi inconcebible para un jugador de fútbol. Después de la primera fase en México habla con El Gráfico de Borges, Sábato, Hugo Sánchez, libros y fútbol. elpais.com. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2018.
  6. Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი 2019.
  7. მსოფლიო ჩემპიონატი 1982 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
  8. მსოფლიო ჩემპიონატი 1986 დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
  9. Jorge Valdano in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
  10. Emilio Pla Diaz (14 დეკემბერი, 2003). Argentina National Team Players 1964–1998. Jorge Alberto Valdano Castellanos — Matches in European Cups. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2018.