ხანჭკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხანჭკოლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ხანჭკოლა
ლათინური სახელი
Lupinus

ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) — მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია.

სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუაზღვისპირეთი და ჩრდილოეთი ამერიკა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. ევროპაში ფართოდაა გავრცელებული 3 ერთწლოვანი სახეობა: წვრილფოთოლა, თეთრი და ყვითელი ხანჭკოლა, აგრეთვე 1 მრავალწლოვანი სახეობა.

აქვს სწორმდგომი დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს, მთავარღერძიანი ფესვი, თათისებრ რთული ფოთოლი, ვერტიკალური მტევან-ყვავილედი, მრავალთესლიანი პარკი. ერთწლოვანთა სავეგეტაციო პერიოდი 80-155 დღეა.

კარგად იზრდება ტენიან პირობებში, შავმიწებზე, ტყის ყომრალ ნიადაგებზე და იძლევა პროტეინით მდიდარ ვეგეტატიურ მასას. იყენებენ საქონლის საკვებად, ზოგს მწვანე სასუქად. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]