ჭანდრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭანდრები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ხვედურეთი
კოორდინატები 41°58′14″ ჩ. გ. 43°55′07″ ა. გ. / 41.97056° ჩ. გ. 43.91861° ა. გ. / 41.97056; 43.91861
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 276[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (96,7 %)
ოსები (2,9 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭანდრები — საქართველო
ჭანდრები
ჭანდრები — შიდა ქართლი
ჭანდრები
ჭანდრები — ქარელის მუნიციპალიტეტი
ჭანდრები

ჭანდრებისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზემო ხვედურეთის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხვედრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 750 მეტრი, ქარელიდან 7 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 276 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 412 201 211
2014[1] 276 145 131

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის დასავლეთით, მთის ფერდობზე, დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია. ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. ქვიშაქვის ბლოკებით აშენებულ, გეგმით სწორკუთხა, ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ინტერიერში, საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. გარედან შენობა სადაა, ძუნწადაა მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე, რელიეფური ჯვარია, რომლის ორივე მხარეს ანგელოზები და ადამიანთა ფიგურებია გამოსახული. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონდა, ახლა დანგრეულია, ჩამოქცეულია გადამხური კამარაც.

ჭანდრების ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ასევე ძლიერ დაზიანებული კოშკი (9X8 მ). სოფლის მახლობლად დგას ნახევრად დანგრეული „მწვანე საყდარი“, ფაფელაანთ ეკლესია, ქაშვეთის ეკლესია, წმ. გიორგის, ღვთისმშობლისა და ჭეშმარიტას ეკლესიები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 411-13. თბ., 1990

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II