წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე კაბელი ჭრილში.

წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი მონაცემთა გადაცემის ფუნქციას ასრულებს და გაყვანილია წყალქვეშ, წყლის აუზის ფსკერზე.

პირველი წყალქვეშა კაბელები სატელეგრაფო სიგნალს გადასცემდა. კაბელების შემდეგი თაობები სატელეფონო საუბრებისა და მონაცემთა გადაცემის ფუნქციას ასრულებდა. ყველა თანამედროვე წყალქვეშა კაბელი ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას იყენებს.

2003 წლის მდგომარეობით წყალქვეშა კაბელები აერთიანებდა ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.