წმინდა აღათოკლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა აღათოკლია
დაიბადა III საუკუნე
გარდაიცვალა 230
ხსენების დღე 17 სექტემბერი

წმიდა მოწამე აღათოკლიამართლმადიდებელი წმინდანი.

წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია. ცნობილია, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტეს მოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი და წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა. უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.