წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი წალენჯიხა
კოორდინატები 42°42′00″ ჩ. გ. 42°06′00″ ა. გ. / 42.70000° ჩ. გ. 42.10000° ა. გ. / 42.70000; 42.10000
ფართობი 646.7 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 26 158 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 40,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,56 %
რუსები 0,27 %
უკრაინელები 0,08 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,37 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.tsalenjikha.ge/index.html
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში, ტერიტორია შეადგენს 646,7 კმ²-ს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მესტიის, სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები, ხოლო დასავლეთით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში.

წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლემიტის საბადო;
  • მინერალური წყალი სქური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1963-1964 წლებში შედიოდა ზუგდიდის რაიონში. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხის რაიონში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მოქმედებდა 19 კოლმეურნეობა და 1 საბჭოთა მეურნეობა. განვითარებული იყო კვების და ხე-ტყის მრეწველობა. გამოდიოდა გაზეთი „კომუნიზმის დროშით“.

2014 წელს განიხილებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაყოფა წალენჯიხის და ჯვარის მუნიციპალიტეტებად. ჯვარის მუნიციპალიტეტში უნდა შესულიყო ქალაქი ჯვარი და სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[3][4]

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გია ხარჩილავა გახდა ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[5]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 24 11                    
  ნაციონალური მოძრაობა 3 11                      
  საქართველოსთვის 3      
  ლელო 1  
  დამოუკიდებელი * 1  
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 30 27  
* გამოეყო პარტიას „საქართველოსთვის“[8]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საერთო მოსახლეობა შეადგენს 26 158 ადამიანს (2014 წლის აღწერით). ამათგან, ქართველი — 99,56 %, სხვა — 0,44 %. მუნიციპალიტეტში შედის 14 ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის 2 ქალაქი: წალენჯიხა და ჯვარი. სოფლის მოსახლეობა შეადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80 %-ზე მეტს. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-400 მეტრის ფარგლებში.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 29 019
1970 37 813
1979 39 477
1989 38 643
2002 40 133
2014 26 158
2021[9] 23 300

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ჯვართან მოქმედებს საქართველოში უდიდესი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ზუგდიდი-მესტიისა და ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საავტომობილო გზები. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 204 კმ.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის სამი ძეგლი: წალენჯიხის საკათედრო ტაძარი, სქურის ეკლესია და ენგურის თაღოვანი კაშხალი. მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ასევე ობუჯის მონასტრის ნანგრევები.

  • წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი
  • გამაჯისციხის ნანგრევები
  • ციხე „კაცხარა“
  • სამიქაოს გამოქვაბული
  • საეპისკოპოსო ეკლესია
  • ჯაღირის ციხე
  • „წმინდა ბარბარეს“ ეკლესია
  • ულურიის ციხე
  • „მამუკიას კოშკი“
  • „დილაქირსეს“ ციხე-სიმაგრე
  • სქურის ციხის ნანგრევები
  • ლესალეს ციხის ნანგრევები
  • ჯგალის კონუსისებრის კოშკი
  • ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
  • ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
  • ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები.
  • ციხე-კოშკი „ომუნე“
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული რუკა
  • ციხე-კოშკი მუმანა
  • ლექარდეს ციხე-კოშკი
  • ლეშამგეს ეკლესია
  • სათოფურიანი ციხის ნანგრევები
  • მაღალგორის ციხე
  • „დობერას“ ციხე
  • „ნაოხვამუ“ საეკლესიო კათედრა
  • ჯიხა „თავდაცვითი ხასიათის“
  • ჯვარის ეკლესია
  • ქუაქანცალია
  • წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს.
  • „ნოჯიხევი“ ციხის ნანგრევები
  • „ჯიხა“ ციხის ნანგრევები (ჩქვალერი)
  • „ჯიხა“ ციხის ნანგრევები (საჩინო)
  • წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა)
  • „ნოჯიხური“ XI–XV ს.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. georgia-religion 2014
  3. ჯვარის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ინიციატივა
  4. წალენჯიხის საკრებულო არ დაეთანხმა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის მოსაზრებას
  5. სისტემა პირისპირ შეეჩეხა მთისპირა კოლხ ადამიანს – წალენჯიხის არჩეული მერი
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  8. Two Sakrebulo Members Quit Gakharia’s Party in Contested Municipalities en. Civil.ge (2021-10-29). ციტირების თარიღი: 2022-01-20
  9. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 2021-01-29.