ძვლის ტვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძვლის ტვინი (ლათ. medulla ossium) — ხერხემლიანი ცხოველების ძვლების ღრუების ამომვსები ქსოვილი, რომელიც ორგანიზმის მთავარი სისხლმბადი ორგანოა.

განასხვავებენ წითელ (ლათ. medulla ossium rubra) და ყვითელ ძვლის ტვინს (ლათ. medulla ossium flava). ახალშობილებში ძვლის ტვინის ღრუებს იგი მთლიანად ავსებს წითელი ძვლის ტვინი, მოგვიანებით (ადამიანებში: 4-5 წლის ასაკში) ლულოვანი ძვლების დიაფიზში ძვლის წითელ ტვინს თანდათანობით ჩაენაცვლება ცხიმოვანი ქსოვილი და გარდაიქმნება ძვლის ყვითელ ტვინად. ძვლის წითელი ტვინი შენარჩუნებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე ძირითადად მენჯის ძვლებში, ნაკლები ხარისხით – გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზში, კიდევ უფრო ნაკლებად — მალებში, ნეკნებში, მკერდის ძვალში, თავის ქალას ძვლებში. ძვლის წითელ ტვინს გააჩნია სისხლწარმომქმნელი და იმუნური ფუნქციები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]