ძალა ერთობაშია (კოალიცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძალა ერთობაშია
ძალა ერთობაშია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ისტორია
დაფუძნდა 15 ივლისი, 2018
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალური კონსერვატიზმი
სამოქალაქო ნაციონალიზმი
ეკონომიკური ლიბერალიზმი
ევროატლანტიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
20 / 150
ფერები          

ძალა ერთობაშია — პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია საქართველოში. ჩამოყალიბდა 2018 წლის 15 ივლისს როგორც ოპოზიციური ალიანსი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოალიციის შექმნის მთავარი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში. 19 ივლისს ალიანსის წევრები შეჯერდნენ საერთო საარჩევნო კანდიდატზე, რომელიც გახდა გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში.

2020 წლის 27 ივლისს გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ და თაკო ჩარკვიანის „კანონმა და სამართალმა“ კოალიცია დატოვეს და განაცხადეს, რომ ერთად მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.[1] 1 სექტემბერს კოალიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალიანსი არ დაიშლება და ამ წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.[2] 15 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევიდა საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ („ევროპელი დემოკრატები“) და კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.[3] კოალიციაში შემავალი ზოგიერთი სხვა პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად დარეგისტრირდა.[4]

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოალიციის გამოცხადებული მიზნებია: სოფლის მეურნეობის განვითარება, რათა შეწყდეს სოფლების დაცლის პროცესი,[5] ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაცია, მერიტოკრატიული სისტემის დანერგვა საჯარო აპარატებში დასაქმებისას[6] და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დაჩქარება.

კოალიციის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  დატოვეს კოალიცია 2020-ის არჩევნებამდე
  კოალიციის წევრები, თუმცა 2020-ის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულები
  2020-ის არჩევნებზე ერთ ბლოკად გასულები

დამფუძნებელი პარტიები და მოძრაობები
შემდგომ შეერთებული პარტიები და მოძრაობები

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 523 127 27,18
36 / 150
9[ა] ოპოზიცია

საპრეზიდენტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი კანდიდატი პირველი ტური მეორე ტური შედეგი
ხმები % ხმები %
2018 გრიგოლ ვაშაძე 601 224 37,74 780 680 40,48 მეორე ადგილი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა პარტიამ „ძალა ერთობაშია“ დატოვა. imedinews.ge (2020-07-27). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ერთიან პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება.
  3. „ნაციონალური მოძრაობა“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-15). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  4. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიები/ბლოკები. ცესკო. cesko.ge (21 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.09.2020. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
  5. „ქართული სოფელი უნდა ვაქციოთ განვითარების მთავარ ღერძად, ახალი თაობის საქართველოში“ - გრიგოლ ვაშაძე.
  6. "ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საჯარო სამსახურში მხოლოდ პროფესიონალი კადრები დასაქმდებიან" - გრიგოლ ვაშაძე.