ცულთავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცულთავა

პოლარული ცულთავები (Fratercula arctica)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fratercula Brisson, 1760
სახეობები

ცულთავა[1][2][3], ცულნისკარტა[2] (ლათ. Fratercula) — ფრინველთა გვარი ალკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–35 სმ, მასა — 450–500 გ. მაღალი, კაშკაშა ნისკარტი გვერდებიდან ძლიერ შეკუმშულია. ზურგი შავია, სხეულის ქვედა ნაწილი — თეთრი. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. კარგად დადიან, ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ. იკვებებიან მცირე თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით. ბუდობენ ჯგუფებად ან კოლონიებად ფლატეებიან ზღვის სანაპიროებზე; ერთ კვერცხს დებენ ღრმა სოროში, რომელსაც რბილ გრუნტში თხრიან, ან ქვების ქვეშ და კლდის ნაპრალებში. გამოჩეკილი ბარტყები დაფარულია გრძელი და ხშირი ღინღლით; ბუდეს მთლიანად შებუმბლულები ტოვებენ. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილიდან ახალ მიწამდე სანაპიროებზე ცხოვრობს პოლარული ცულნისკარტა (F. arctica), ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე — წყნარი ოკეანის ცულთავა (F. corniculata).[4]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარი მოიცავს 3 არსებულ და 1 გადაშენებულ სახეობას:[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ადრინდელი კლასიფიკაციებით ცალკე გვარში, ცულნისკარტაში (Lunda) იყო გაერთიანებული და ლათინურად Lunda currhata ეწოდებოდა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 200.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 puffin — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Fratercula — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  4. Тупики // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.
  5. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 94. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  6. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 86.
  7. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 244.
  8. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 83, 171, 193.
  9. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 86, 171, 194.