ცრურწმენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გავრცელებული ცრურწმენა: „შავ კატას, რომელიც გზას გადაგირბენთ, უბედურება მოაქვს“

ცრურწმენა — ცრუ შეხედულება, რომელიც წარმოადგენს რწმენას რაიმე ზებუნებრივ, იდუმალ, იმქვეყნიურ ძალებში. მოიცავს ვარაუდს, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელს, რომ ამ ძალებისგან შესაძლებელია თავდაცვა ან ადამიანისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევა. როგორც წესი, გამოვლინდება გამარტივებული რიტუალური ფორმებით: თილისმების გამოყენება, ტატუირება, მაგიური ჟესტები და სხვა. განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ნიშნები: გარკვეულ მოვლენებს მიაწერენ პროგნოსტიკურ მნიშვნელობებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცრურწმენა // ფილოსოფიური ენციკლოპედიური ლექსიკონი. 2010.