ცოფიანი ხარი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცოფიანი ხარი
Raging Bull“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მარტინ სკორსეზე
პროდიუსერი რობერტ ჩერტოფი
ირვინ ვინკლერი
სცენარის ავტორი პაულ შრედერი
მარდიკ მარტინი
როლებში რობერტ დე ნირო
კეთი მორიარტი
ჯოუ პეში
ოპერატორი მაიკლ ჩეპმენი
მონტაჟი თელმა სქუნმეიქერი
სტუდია United Artists
გამოსვლის თარიღი 14 ნოემბერი, 1980
ხანგრძლივობა 129 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 18,000,000 [1]

ცოფიანი ხარი (ინგლ. Raging Bull) — მარტინ სკორსეზეს ფილმი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს. ფილმში მონაწილეობენ რობერტ დე ნირო, კეთი მორიარტი, ჯოუ პეში, ფრენკ ვინსენტი, ნიკოლას კოლასანტო, ტერესა სალდანა და სხვა. შავ-თეთრი ფილმი გადაღებულია ჯეიკ ლამოტას წიგნის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჯეიკი – მეტსახელად ბრონქსელი ხარი – მოკრივეა საშუალო წონით კატეგორიაში. 1940-იანი წლების ნიუ-იორკში მისი კარიერა მწვერვალზეა. ის რინგზე უძლეველია, მაგრამ ძალადობით გამოირჩევა რინგის მიღმაც. მუდმივად ჩხუბობს მეუღლესთან. ჯეიკი დაამარცხებს რივზს რინგზე, თუმცა მსაჯები სადაო გადაწყვეტილებას მიიღებენ და გამარჯვებას რივზს ჩაუთვლიან, რაც ბრბოს აღაშფოთებს. ჯეკი ენდობა საკუთარ ძმას, ჯოუის. 1943 წელს დეტროიტში ის დაამარცხებს შუგარ რეი რობინსონს. რობინსონთან მესამე ბრძოლაში ის დამარცხდება. ჯეკი მოიყვანს მეორე ცოლს, ახალგაზრდა და ქერათმიან ვიკის. 1947 წელს ნიუ-იორკში ჯეკი გაანადგურებს ტონი ჯენაიროს. მას შემდეგ, რაც ვიკი სალვისთან ერთად წავა დასალევად, ჯოუ სცემს სალვის. ჯეკი კი ჯოუისა და ვიკიზე ეჭვიანობს, მათ ღალატში დაადანაშაულებს და ორივეს სცემს. ვიკისა და ჯოუიზე გადამტერებით ჯეკი გაანადგურებს საკუთარ პროფესიულ და პირად ცხოვრებას 1950-იან წლებში. რინგზე რობინსონი სასტიკად სცემს ჯეკს, თუმცა ვერ წააქცევს მას. კრივიდან წასული ჯეკი გახსნის ღამის კლუბს, სადაც საღამოები მიჰყავს. ჯეკი ბოლოს ისე დაეცემა, რომ ციხეში აღმოჩნდება. ის კედლებს ურტყავს და ტირის რომ ცხოველი არ არის. ფილმის ბოლოს ჯეკი რეპეტიციას გადის და იმეორებს მარლონ ბრანდოს პერსონაჟის ციტატას ფილმიდან „ნავსადგურში“.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: რობერტ დე ნირო
  2. საუკეთესო მონტაჟი: თელმა სქუნმეიქერი

BAFTA

  1. საუკეთესო მონტაჟი: თელმა სქუნმეიქერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]