ციტოზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციტოზინის სტრუქტურა

ციტოზინიაზოტოვანი ფუძე, პირიმიდინის ნაწარმი. რიბოზასთან ქმნის ნუკლეოზიდ ციტიდინს, შედის დნმ-ისა და რნმ-ის ნუკლეოტიდების რიცხვში. რეპლიკაციისა და ტრანსკრიფციის დროს კომპლემენტარობის პრინციპის მიხედვით წარმოქმნის სამ წყალბადურ ბმას გუანინთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кнунянц И. Л. Краткая химическая энциклопедия т.5, М.: Советская энциклопедия, 1967