ცისფერი ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია საქართველოში მდებარე ტბას ეხება. ხორვატიაში მდებარე ტბის შესახებ იხილეთ ცისფერი ტბა.
ცისფერი ტბა
ცისფერი ტბა
ცისფერი ტბა
კოორდინატები: 43°21′03″ ჩ. გ. 40°24′43″ ა. გ. / 43.351028° ჩ. გ. 40.412028° ა. გ. / 43.351028; 40.412028
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 109,5 
ფართობი 0,0012 კმ²
მოცულობა 0,000018 კმ³
საშუალო სიღრმე 15 
მაქსიმალური სიღრმე 23 
ცისფერი ტბა — საქართველო
ცისფერი ტბა
ცისფერი ტბა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ცისფერი ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ცისფერი ტბაკარსტული ტბა საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში.[1] გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,0012 კმ², საშუალო სიღრმე 15 მ, მაქსიმალური სიღრმე 23 მ, წყლის მოცულობა 18 000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი.[2] ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. წყლის ტემპერატურა არ აჭარბებს 14 °C-ს. წყლის ფერი ღია ლურჯი ფერისაა. არ იყინება. თევზი არ არის.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 204.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. Голубое озеро. Экскурсии по Абхазии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-10. ციტირების თარიღი: 2020-05-23.