ცვინგლიანობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ცვინგლიანობაპროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა შვეიცარიაში XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს. რელიგიურ-ეთიკური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა ულრიხ ცვინგლიმ.

ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს ლუთერანობასთან. ამ უკანასკნელის მსგავსად ცვინგლიაობა უარყოფდა კათოლიციზმის ძირითად დოგმას, კერძოდ, იმას, რომ ეკლესია და სამღვდელოება აუცილებელი შუამავლები არიან ადამიანსა და ღმერთს შორის, სულის ხსნის ერთადერთ გზად აცხადებდა ჭეშშმარიტ რწმენას, ქრისტიანობის განახლების საფუძვლად მიაჩნდა საღვთო წერილი, უგულვებელყოფდა ინდულგენციებს, ხატებისადმი თაყვანისცემას, მარხვას, მღვდლების უცოლობას და ა.შ. საიდუმლოთაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი — ნათლობა და ზიარება. ამასთანავე, ლუთერანობასთან შედარებით ცვინგლიანობა უფრო გაბედულად გამოდიოდა კათოლიკური კულტის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. რაციონალურად განმარტავდა ზიარებას, განიხილავდა მას არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის სიმბოლურ გახსენებას. ცვინგლიანობა ეკლესიას საერო ხელისუფლებას უმორჩილებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. კუტალია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208-209.
  • Чанышев А.Н., Протестантизм, М., 1969