ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობამრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს სხვადასხვა სახეობის ქაღალდსა და მუყაოს და სხვადასხვა ნაწარმს მათგან, აგრეთვე ცელულოზას, საიზოლაციო ბოჭკოვან და მყარ მერქანბოჭკოვან ფილებს. დარგის თანაპროდუქტებია: ეთილის სპირტი, საკვები საფუარი, კანიფოლი, სკიპიდარი და ცხიმიანი მჟავები. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა სახალხო მეურნეობის უძველესი დარგია. ევროპაში ქაღალდი პირველად გაჩნდა XI-XII საუკუნეებში, რომელმაც შეცვალა პაპირუსი და პერგამენტი. საქართველოში ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობის ძირითადი საწარმოა ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში, მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]