ჩიმალპოპოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიმალპოპოკა

ჩიმალპოპოკა (ნაუატ. მხრჩოლავი ფარი) (დ. 1404 – გ. 1427, მეხიკო) — 1417-1427 წლებში იყო აცტეკთა ქალაქ ტენოჩტიტლანის მესამე ტლატოანი.

მისი მმართველობის დროს ტენოჩტიტლანი ემორჩილებოდა ქალაქ ასკაპოცალკოს, რომელსაც ჩიმოლპოპოკას პაპა ტესოსომოკი მართავდა. ეს კავშირი და მეხიკების პოზიცია საზოგადოდ უფრო გაძლიერდა, როდესაც ტენოჩტიტლანმა მხარი დაუჭირა ტესოსომოკს ტეხკოკოს მბრძანებლის იხტლილხოჩიტლის წინააღმდეგ ომში 1418 წელს. ერთგულებისათვის ტეხკოკო ტენოჩტიტლანს გადაეცა, როგორც მოხარკე და 1426 წელს ტესოსომოკი დაეხმარა ჩიმალპოპოკას ახალი აკვედუკის მშენებლობისას.

ასაკაპოცალკოსთან ურთიერთობა დაიძაბა, როდესაც ტესოსომოკის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ჩიმალპოპოკას ბიძა მახტლა, რომელიც ტენოჩტიტლანის ტახტზეც აცხადებდა პრეტენზიას. 1427 წელს გამართულ ბრძოლაში ჩიმალპოპოკა დატყვევებულ იქნა და გალიაში იქნა ჩასმული. იგი იძულებულ იყო თავი მოეკლა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ბიძამისი იცკოატლი.