ჩამორო (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩამორო (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩამორომარიანის კუნძულების (დასავლეთ მიკრონეზია) ძირითადი მოსახლეობა (გუამის მკვიდრი მოსახლეობა). XVII საუკუნეში თითქმის მთლიანად გაანადგურეს ესპანელმა კოლონიზატორებმა. მათი სახელის ეტიმოლოგია უცნობია. მათი სალაპარაკო (მალაიურ-პოლინეზიური ენების ერთ-ერთი ენა) ენა მიეკუთვნება ავსტრონეზიულ ჯგუფს, თუმცა მათი ლექსიკური მარაგის უმეტესობა შედგება ესპანური სიტყვებისაგან. მისდევენ მიწათმოქმედებას. მცირე გადარჩენილი ნაწილი შეერწყა ესპანელებსა და ესპანურ ჯარში მომუშავე ფილიპინელებსა და მექსიკელებს. ჩამოყალიბებულმა მეტისურმა ჯგუფმა შეინარჩუნა ძველი ენა. რელიგია კათოლიკობა. რაოდენობა 80 თასი ადამიანი, რომელთაგან 16 ათასი ცხოვრობს მიკრონეზიაში, მარიანის კუნძულებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]