შუბლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუბლი
ლათინური sinciput
არტერია სუპრაორბიტალური
ვენა სუპრაორბიტალური , ფრონტარული
ნერვი სამწვერა ნერვი
MeSH A01.456.505.580
Dorlands/Elsevier f_16z/12379682

შუბლი (ლათ. sinciput) — ადამიანის თავის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია თავის ქალითა (ორი მხრიდან) და სკალპით. შუბლის ზედა ზღვარი მონიშნულია იმ ზოლით, საიდანაც თმის საფარი იწყება. მარჯვნივ და მარცხნივ შუბლის საზღვარია საფეთქლები.[1][2]

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუბლი შედგება კუნთებისაგან და კანისაგან, რომელიც ფარავს მას.[3][4] შუბლის სენსორული ნერვები დაკავშირებულია სამწვერა ნერვთან, ხოლო მოტორული ნერვები სახის ნერვებთან.[2]

შუბლში სისხლი მოძრაობს მარჯვენა და მარცხენა სუპრაორბიტალური ვენისა და არტერიის მეშვეობით.[2]

შუბლის კუნთებს მთლიანად სახის ნერვები აკონტროლებენ.[2]

ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუბლის კუნთები მონაწილეობს მიმიკის ფორმირებაში. კუნთები ამოძრავებენ წარბებს. წარბების მოძრაობით კი ადამიანმა შეიძლება გამოხატოს გაოცება, ბრაზი, მოწყენილობა და სხვა ემოციები.[5] შუბლის კუნთების მეშვეობით მოძრაობენ ნაოჭებიც.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. David M. Knize and Mel Drisko (2001). The Forehead and Temporal Fossa: Anatomy and Technique. Lippincott Williams & Wilkins, გვ. 4. ISBN 9780781720748. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Valencia D. Thomas, Wendy Long Mitchell, Neil A. Swanson, Thomas E. Rohrer, and Ken K. Lee (2007). „Reconstructive surgery of Skin Cancer defects“, რედ. Keyvan Nouri: Skin Cancer. McGraw-Hill Professional, გვ. 523. ISBN 9780071472562. 
  3. Diane H. Gronefeld (1998). Radiographic anatomy & positioning: an integrated approach. McGraw-Hill Professional, გვ. 321. ISBN 9780838582381. 
  4. Elaine Nicpon Marieb and Katja Hoehn (2007). Human anatomy & physiology, 7th, Pearson Education, გვ. 204. ISBN 9780321372949. 
  5. Nigel Palastanga, Derek Field, and Roger Soames (2006). „Head and Brain“, Anatomy and human movement, 5th, Elsevier Health Sciences, გვ. 645–646. ISBN 9780750688147.