შიო ჩიტაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიო ჩიტაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები ალექსი ერმოლოვის ქუჩა, ნიკოლოზ ევდოკიმოვის ქუჩა

შიო ჩიტაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა). პავლე ინგოროყვას ქუჩიდან დანიელ ჭონქაძის ქუჩამდე. XIX საუკუნის I ნახევარში. დააპროექტა პოლკოვნიკმა ბანოვმა 1809 წელს. ადრე მთელ ქუჩას, შოთა რუსთაველის გამზირიდან დანიელ ჭონქაძის ქუჩამდე, ალექსი ერმოლოვის ქუჩა ერქვა. შეტანილია 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში (თბილისის 1884 წლის გეგმაზე ქუჩის ქვემო მონაკვეთი დატანილია ნიკოლოზ ევდოკიმოვის სახელით). 1906 წელს ქუჩაზე მდებარე გიმნაზიის შენობიდან ყუმბარა ესროლეს და მძიმედ დაჭრეს ქალაქის პოლიცმაისტერი მარტინოვი. ჯარმა ალყა შემოარტყა გიმნაზიას, დაარბია მთელი შენობა, რომლის დროსაც შავრაზმელებმა თავისსავე საცხოვრებელ ბინაში მხეცური წამებით მოკლეს შიო ჩიტაძე. 1922 წელს ქუჩას მისი სახელი დაერქვა. 1989 წელს ცხრა აპრილის ტრაგიკული ამბების შემდეგ ქუჩის I მონაკვეთს შოთა რუსთაველის გამზზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩამდე ცხრა აპრილის ქუჩა ეწოდა. II მონაკვეთს დარჩა შიო ჩიტაძის სახელი. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. ქუჩაზეა წმინდა ნინოს და წმინდა მარიანისა და ნანას ეკლესიები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]