შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“
რეჟისორი ფრენსის ლოურენსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება სიუზენ კოლინზი
„კაჭკაჭჯაფარა“
როლებში
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ჯოი ვილემსი
მონტაჟი
  • ალან ედვარდ ბელი
  • მარკ იოშიკავა
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი
  • 4 ნოემბერი, 2015 (2015-11-04) (ბერლინი)
  • 20 ნოემბერი, 2015 (2015-11-20) (აშშ)
ხანგრძლივობა 137 წუთი[1][2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 160 აშშ მილიონი დოლარი[3]
შემოსავალი 653.4 მილიონი აშშ დოლარი[4]

„შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“ (ინგლ. The Hunger Games: Mockingjay – Part 2) — 2015 წლის ამერიკული ანტიუტოპიური სათავგადასავლო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომელიც აწარმოა Color Force-მა და Studio Babelsber-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Lionsgate Films-მა. რეჟისორია ფრენსის ლოურენსი,[5] სცენარსიტები არიან დენი სტრონგი და პიტერ კრეიგი, ხოლო პროდიუსერები — ნინა ჯეიკობსონი და ჯონ კილიკი. იგი არის „შიმშილის თამაშების სერიის რიგით მეოთხე და დასკვნითი ფილმი, აგრეთვე „კაჭკაჭჯაფარაზე“ დაფუძნებული მეორე ფილმი. მონაწილეობენ ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიამ ჰემსვორთი, ვუდი ჰარელსონი, ელისაბედ ბენსკი, ჯულიანა მური, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, ჯეფრი რაიტი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და დონალდ საზერლენდი. გადაღებები დაიწყო 2013 წლის 23 სექტემბერს ატლანტაში, გაგრძელდა პარიზში და დასრულდა ბერლინში 2014 წლის 20 ივნისს.[6]

„კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“-ის საერთაშორისო პრემიერა გაიმართა ბერლინში 2015 წლის 4 ნოემბერს, აშშ-ში გამოვიდა იმავე წლის 20 ნოემბერს. ფილმი ხელმისაწვდომია 2D, IMAX, 3D, RealD Cinema და IMAX 3D ფორმატებში. მისმა ბიუჯეტმა შეადგინა 160 აშშ მილიონი დოლარი, შემოსავალმა კი 650 მილიონს გადააჭარბა, რითაც იქცა 2015 წლის მეცხრე ყველაზე შემოსავლიან და „შიმშლის თამაშების“ სერიაში ყველაზე დაბალშემოსავლიან ფილმად.[4]

პრეოქტს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. მათ შეაქეს მსახიობთა შესრულება (ძირითადად ლოურენსისა და ჰატჩერსონის), სცენარი, მუსიკა და თანმიმდევრული მოქმედებები. ფილმმა მიიღო საუკეთსო ფენტეზის ნომინაცია სატურნის ჯილდოზე,[7] ხოლო ლოურენს გადაეცა Kids' Choice Awards-ის[8] და MTV Movie & TV Awards-ის ჯილდოები.[9] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 70% (70% მიმოხილვაზე დაყრდნობით).[10] 2016 წლის 22 მარტს ფილმი გამოვიდა Blu-ray და DVD ფორმატებში.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. THE HUNGER GAMES: MOCKINGJAY - PART 2 [2D (12A)]. British Board of Film Classification (October 26, 2015). ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2015.
  2. Sandwell, Ian. (5 ოქტობმერი, 2015) The Hunger Games: Mockingjay - Part 2's running time is NOT 147 minutes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-07. ციტირების თარიღი: 2019-07-24.
  3. Verhoeven, Beatrice. (20 ნოემბერი, 2015) 'Hunger Games: Mockingjay – Part 2' Crushes Competition With $16 Million at Thursday Box Office. TheWrap. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2016.
  4. 4.0 4.1 The Hunger Games: Mockingjay – Part 2 (2015). ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2016.
  5. Exclusive: Francis Lawrence to Direct Remainder of The Hunger Games Franchise with Two-Part Adზყaptation of Mockingjay. Collider.com (1 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-25. ციტირების თარიღი: 2019-07-25.
  6. "Mockingjay" Movie Starts Filming In Atlanta; Jennifer Lawrence, Liam Hemsworth Spotted On "The Hunger Games" Set“. ibtimes.com. 24 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. The 42nd Annual Saturn Awards nominations are announced for 2016!. Saturn Awards (24 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2016.
  8. Star Wars: The Force Awakens, Adele, more win big at 2016 Kids' Choice Awards Entertainment Weekly, დაარქივებული 12 მარტი, 2016
  9. The 2016 MTV Movie Awards Nominations Announced Comingsoon.net, Retrieved March 8, 2016
  10. The Hunger Games: Mockingjay — Part 2 (2015). Fandango Media. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2015.
  11. Samantha Highfill. (25 იანვარი, 2016) The Hunger Games: Mockingjay - Part 2 sets home-video release dates. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2016.