შემთხვევითი პაემნები
„შემთხვევითი პაემნები“ | |
---|---|
ჟანრი | ტრაგიკომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ლევან კოღუაშვილი |
სცენარის ავტორი | ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ანდრო საყვარელიძე |
როლებში |
ანდრო საყვარელიძე არჩილ ქიქოძე |
ოპერატორი | ტატო კოტეტიშვილი |
სტუდია | „დამოუკიდებელი კინოპროექტი“, ეროვნული კინოცენტრი , |
დისტრიბუტორი | Millimetr Film |
გამოსვლის თარიღი | 2013 |
ხანგრძლივობა | 99 წთ |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
შემთხვევითი პაემნები — 2013 წლის ქართული დრამატული ფილმი. ფილმი მოგვითხრობს ორმოც წელს მიტანებულ ორ მამაკაცზე, რომლებიც ეძებენ სიყვარულს, როგორც თავის დაღწევის საშუალებას. ისინი საეჭვო პაემანზე მიდიან. მათ შესახვედრად მხოლოდ ერთი გოგონა მოდის, აქედან იწყება ღალატის და კრიმინალის ისტორიები. ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მუდამ აოცებს მაყურებელს შემოქმედებითი ნარატიული მოულოდნელობებით.[1]
ფილმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილმი „შემთხვევითი პაემნები" თანაგრძნობით სავსე ტრაგიკომედიაა მარტოხელა ადამიანის ჩუმ სასოწარკვეთაზე და ჭეშმარტი მეგობრობის მუდმივ ძიებაზე. მარტოხელა და მელოტი სკოლის მასწავლებელი, 40 წლის სანდრო ჯერ ისევ თავის ხმაურიან, მუდმივად მოკამათე მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მათი ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. როდესაც შემთხვევითი პაემანი უემოციო აბსურდულობად გადაიქცევა, სანდრო უქმე დღეების გასატარებლად ზღვის წვიმიან სანაპიროზე გაემგზავრება თავის ძველ მეგობარ ივასთან ერთად. აქ მეგობრები შემთხვევით გაიცნობენ სტილისტ მანანას (ია სუხიტაშვილი). იბადება სიყვარული - ან, კოღუაშვილისა და ბორის ფრუმინის წინაღმდეგობრივ სცენარს თუ მივყვებით, ის მწიფდება - მაგრამ ამ სიყვარულს დიდი დღე არ უწერია. მანანას ქმარი თენგო (ვახო ჩაჩანიძე) ციხიდან გამოდის და ძალიან მალე სანდრომ არჩევანი უნდა გააკეთოს სიყვარულსა და ღირსებას შორის....[2]
როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანდრო საყვარელიძე - სანდრო
- არჩილ ქიქოძე - ივა
- ია სუხიტაშვილი - მანანა
- ვახო ჩაჩანიძე - თენგო
- კახი კავსაძე - სანდროს მამა
- მარინა ქარცივაძე - სანდროს დედა
- მარიკა ანთაძე - ლალი
- სოფო გვრიტიშვილი - ნათია
- ჯანო იზორია
- მარლემ ეგუტია
- სოფო შაქარიშვილი
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილმმა გაიმარჯვა ზაგრების ფილმის ფესტივალზე. ნაჩვენები იყო ტორონტოს ფესტივალზე.წარდგენილი იყო ოსკარზეც თუმცა ვერ მოხვდა 9 ფილმიან სიაში.[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „შემთხვევითი პაემნები“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „შემთხვევითი პაემნები“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად
- „შემთხვევითი პაემნები“ – ფილმი, რომელიც სილას ისე გაგაწნავთ, სახიდან ღიმილი არ მოგშორდებათ[მკვდარი ბმული]