შაპურ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაპურ I
شاپور
სასანიდური ირანის მე-2 შაჰინშაჰი[1]
მმართ. დასაწყისი: 241
მმართ. დასასრული: მაისი, 270
წინამორბედი: არდაშირ I
მემკვიდრე: ჰორმიზდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 215
დაბ. ადგილი: სავარაუდოდ ფარსი
გარდ. თარიღი: მაისი, 270
გარდ. ადგილი: ნიშაბური
შვილები: ჰორმიზდ I
ბაჰრამ I
ნარსე
დინასტია: სასანიანები
მამა: არდაშირ I
დედა: მიროდი[2]
რელიგია: ზოროასტრიზმი

შაპურ I (სპარს. شاپور დ. 215 — გ. მაისი, 270, ნიშაბური ) — სასანიდთა დინასტიის მე-2 შაჰინშაჰი 241—270 წლებში, სასანიანთა დინასტიისა და იმპერიის დამფუძნებლის, არდაშირ I-ის[3] ვაჟი.

მისი მმართველობის პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომის იმპერიის დამარცხება იყო ედესის ბრძოლაში, რომლის დროსაც თვით იმპერატორი ვალერიანე ჩავარდა ტყვედ. ხორასანში მიმდინარე აჯანყებების მიუხედავად შაპური კარგად იგერიებდა რომაელთა თავდასხმებს მესოპოტამიაზე.

შაპურის დროს დაიწყო კულტურის პროგრესი ირანში. დაიხვეწა დეკორაციები, აშენდა მრავალი სასახლე, შენობა, ზოროასტრიზმის მიმდევართა ტაძრები. 270 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მოურჩენელი დაავადებით. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, ჰორმიზდ I-მა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MacKenzie, David Niel (1998). „Ērān, Ērānšahr“, Encyclopedia Iranica. Costa Mesa: Mazda. 
  2. Shahbazi, Shapur (2003). „Shapur I“. Encyclopedia Iranica. Costa Mesa: Mazda.
  3. ARDAŠĪR I, Joseph Wiesehöfer, Encyclopaedia Iranica, (August 11, 2011).[1]